საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ლიტველ თანატოლებს დაუზავდა

AutoSharing Option
2 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ყიფიანი წვრთნის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტვის 19-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 1:1 ეთამაშა

ლიტველები პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ. 65-ე წუთზე თემურ ჩოგოვაძემ გაათანაბრა. მატჩის მიწურულს ლიტველთა კარში დანიშნული პენალტი ქართველებმა ვერ გაიტანეს და გამარჯვების ბრწყინვალე შანსი ხელიდან გაუშვეს.

ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, 4 სექტემბერს გაეჯიბრებიან.

ამხანაგური მატჩი
02.09.16. თბილისი, "მიხეილ მესხი"
U19. საქართველო-ლიტვა 1:1
გოლები: 0:1 კუბილინსკასი (45), 1:1 ჩოგაძე (65).
საქართველო: გუგეშაშვილი, არდაზაშვილი (46’ საღრიშვილი), ლოჩოშვილი, კობოური (84’ გოგილაშვილი),
კუხიანიძე (46’ ფოჩხუა), კვანტალიანი (67’ ბუღრიძე), ქოჩორაშვილი (67’ ჩაკვეტაძე), კოხრეიძე (62’ არველაძე), ხუბაშვილი, სამურკასოვი (46’ ჩოგაძე), მალი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ლიტვა: შიაულისი, ვორონკო, სირვისი, მედელინსკასი, კუბილინსკასი (62’ ანტანავიჩიუსი), კონიკასი (42’ სუნელაიტისი, 84’ სკარჟაუსკასი)), სტოჩკუნასი (82’ გიედრაიტსი), პაულიკასი, დუბიცკასი (62’ ვიტკუსი), ჰოტუზი, კლონიუნასი
მთ. მწვრთნელი: სვაიუნის ჩესნულისი
მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ზაზა მენთეშაშვილი, ბესიკ ჭიჭინაძე, ლაშა სილაგავა
გაფრთხილება: 55’ მედელინსკასი, 90’ გიედრაიტისი.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ვახო, მადლობა-რა თქმა უნდა გულშემატკივარის აზრი აუცილებელია და დარწმუნებული ვარ მწრთვნელებსაც და ფედერაციასაც დააინტერესებს და ეს ნორმალური და ჯანსაღია, მე დავწერე ის, რომ რააც დანამდვილებით არ ვიცით და არ ვართ საქმის კურსში არ შეიძლება ასე აბრალო ადამიანს- აქ წერდნენ, მარტო არ წყვეტენ ვინ აიყვანონ გუნდშიო, ეს ასე არ არის და არავის მითიტებას მაგ საკითხზე გინდა ფედერაციამ მიუთითოს და გინდა ნებისმიერმა სახელმწიფო პირმა, თუ ღირსეულად არ ეკუთვნის არავის არ აიყვენენ ნაკრებში.
მადლობას- კარგაი, რომ აქ დამოძღვრა დ წაიკითხე შინაარსი და მიხვდები, რომ დამოძძღვრა არაფერ შუაშია. სწორად გაგების პრობლემები რომ არის გაჩენილი იმიტომ არის კარგად ჩვენი საქმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ გულშემატკივარმა აზრი არ გამოთქვას. უნდა გამოთქვას და კრიტიკულიც უნდა იყოს, უბრალოდ ეს ყველაფერი ობიექტური რომ იყოს გაცილებით წაადგებათ მწრთვნელებსაც და ფეხბურთელებსაც.
ყველა კომენტარის ავტორს!
20:24 03-09-2016
0
ყველა კომენტარის ავტორს!ძმაო ამ ბიჭებს ქიმერას, სპანდერას, ვირუბოვს, ნიკოლეიშვილს და სხვებს ვიცნობ და ვიცი მათი შესაძლებლობები და ამიტომ ვწერ მათზე და არა იმიტომ რომ ვისმეზე ბოღმა მაქვს.ამიტომ ვისაც ეხება მიაქციოს ყურადღება, ბავშვებს გულს ნუ გაუტეხს და თამაშის ხალისს ნუ დაუკარგავს თორემ ხომ წაიკითხეთ ქიმერა რუსეთში აპირებს წასვლას და რუსეთის სახელით გამოსვლას, მერე ატყდება ვაი-ვიში ეს რა ქნაო, მაგრამ სხვა გზას რომ არ დაუტოვებ ბავშვსს რა ქნას ამათ ინტრიგებს ხომ არ შეეწირება. შეიძლება მას სხვამაც მიბაძოს, მარტო ქართველობის ძახილი ვერ უშველის მოზარდებს ახლა სხვა დროა და გამგებმა უნდა გაიგოს და მიაქციოს ყურადღება.
vaxo
22:07 03-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული