საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ლიტველ თანატოლებს დაუზავდა

AutoSharing Option
2 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ყიფიანი წვრთნის, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიტვის 19-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 1:1 ეთამაშა

ლიტველები პირველი ტაიმის მიწურულს დაწინაურდნენ. 65-ე წუთზე თემურ ჩოგოვაძემ გაათანაბრა. მატჩის მიწურულს ლიტველთა კარში დანიშნული პენალტი ქართველებმა ვერ გაიტანეს და გამარჯვების ბრწყინვალე შანსი ხელიდან გაუშვეს.

ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ, 4 სექტემბერს გაეჯიბრებიან.

ამხანაგური მატჩი
02.09.16. თბილისი, "მიხეილ მესხი"
U19. საქართველო-ლიტვა 1:1
გოლები: 0:1 კუბილინსკასი (45), 1:1 ჩოგაძე (65).
საქართველო: გუგეშაშვილი, არდაზაშვილი (46’ საღრიშვილი), ლოჩოშვილი, კობოური (84’ გოგილაშვილი),
კუხიანიძე (46’ ფოჩხუა), კვანტალიანი (67’ ბუღრიძე), ქოჩორაშვილი (67’ ჩაკვეტაძე), კოხრეიძე (62’ არველაძე), ხუბაშვილი, სამურკასოვი (46’ ჩოგაძე), მალი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
ლიტვა: შიაულისი, ვორონკო, სირვისი, მედელინსკასი, კუბილინსკასი (62’ ანტანავიჩიუსი), კონიკასი (42’ სუნელაიტისი, 84’ სკარჟაუსკასი)), სტოჩკუნასი (82’ გიედრაიტსი), პაულიკასი, დუბიცკასი (62’ ვიტკუსი), ჰოტუზი, კლონიუნასი
მთ. მწვრთნელი: სვაიუნის ჩესნულისი
მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ზაზა მენთეშაშვილი, ბესიკ ჭიჭინაძე, ლაშა სილაგავა
გაფრთხილება: 55’ მედელინსკასი, 90’ გიედრაიტისი.
მკითხველის კომენტარები / 26 /
მეორე თამაში რო მოიგეს რატო არ აშუქებთ. თუ არ გაწყობთ წარმატება? მერე ამდენს ვეღარ იჭორავებთ. რაც შეეხება არაბიძეს კარგია რომ არ იძახებენ. ყველა ასაკობრივის მწვრთნელთან ჰქონდა პრობლემა უდისციპლინო ქცევისთვის. რა ვქნათ გადავაყოლოთ დანარჩენი ბავშვები არაბიძეს და მივცეთ ყველაფრის უფლება? მერე ასე გათამამებულ და გაზულუქებულ ფეხბურთელებს ვიღებთ ეროვნულ ნაკრებში და რა შედეგიც გვაქვს კი ვხედავთ. მოკლედ ნუ შეჭამეთ ტვინი ამ არაბიძით , ყველა მწვრთელს უნდოდა მისი მოშორება, უბრალოდ ყიფიანმა მიიღო კაცური გადაწყვეტილება
არაბიძე
05 სექტემბერი 2016 10:58
0
ნაღდად ბევრი არ იმსახურებდა მანდ თამაშს ვერ ვხვდები ხალხო მწვრთნელს რათ უნდა ამისი იმისი ნუთუ არ გვყავს ამაზე კარგები კაცურადს ვგული დამწყდა რატო ვერ მოუგეთ ეგ ნიჩიაც ხო არასწორი იყო მიდით ხალხო რაღაცა ქენით თქვენც ხო გინდადდ გაიხაროთ ამ ნაკრებით ლიტვას ვერ უგებთ და რას გაიხარებთ მწვრთნელებიც მეცოდებიან მაგათაც ხო აქვთ იხარულის გრჩნობა და ვერაფერს შვებიან
goga
04 სექტემბერი 2016 13:24
0
არაბიძე ნამდვილად ვიცი მაგარი მშრომელია თავისს საქმში და პროფესიონალი.ნაგრამ ამათ ინდივიდუალისტი ფეხბურთელი არ მოსწონთ.ასეთ ფეხბურთელზე ყველა მაღალი დონის კლუბები ოცნებობს. გეგუჩაძემ და ყიფიანმა იმის მაგივრად რომ არაბიძეზე მეგიბრულად შეთანხმებულიყვნენ სააქმეების რჩევა და პრეტენზიები წაუყენეს. და არაბუძემ მაშინ გადაწყვიტა ამ ნაჯრებში არ ჩამოსვლა . მაგრამ ბევრს გაუჩნდა ეს კითხვა გულშემატკივარს რას გვუპირებს ? გიირგიმ ასე გულ დაწყვეტილმა უპასუხა რა თქმა უნდა ყველას არ ვეხები. იმ გულშემატკივარს? ართი ტრამვა რომ მივიღო და რომ მლანძღავენ და რას არ ამბობენ ჩემზეო? და იმათ გვერდით სულ დავდგები ვინც ჩემი ნამდვილი გულშემატკივარია.
კახა
04 სექტემბერი 2016 12:52
0
არც 19-იანებში და არც 21-იანებში არაბიძეს არ უძახებენ, არა მგონია მარტო მწვრთნელების ბრალი იყოს ეს. მაგრამ გავიხსენოთ ისევ როსტოვიდან უდისციპლინობის და ლოთობისთვის გაგდებული ზავაროვი ლობანოვსკიმ რა ვარსკვლავად აქცია. არ ვიცი არაბიძე რას აშავებს, მაგრამ ... არ გვყავს დასაკარგი ტალანტები, არავის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ სანამ თავისით ზოგი
ჭკუას ისწავლის, სიმწვანიდან გადადიან სიბერეში. ასე რომ პედაგოგებიც იყავით ცოტა პატივცემულებო.
geronti
04 სექტემბერი 2016 00:09
0
ხალხო გამაგებინეთ, არაბიძეს ადგილი ამ ნაკრებში არაა, თუ უფრო მაგრები თამაშობენ აქ და მითხარით, იქნებ მე ვერ ვხედავ...
maximus
03 სექტემბერი 2016 22:34
0
ძირითადად აქ ვეცნობი სტატისტიკას და ნაწყვეტებს ვნახულობ უი ფეხბურთი უფრო ქვია ამათ თამაშს .ისე ჩოგაძეს სულ გააქვს კარგი ბიჭია ეტყობა !მეორე ტაიმში გამოყვანა დაჩაგვრა მგონი
ავთო
03 სექტემბერი 2016 22:11
0
ყველა კომენტარის ავტორს!ძმაო ამ ბიჭებს ქიმერას, სპანდერას, ვირუბოვს, ნიკოლეიშვილს და სხვებს ვიცნობ და ვიცი მათი შესაძლებლობები და ამიტომ ვწერ მათზე და არა იმიტომ რომ ვისმეზე ბოღმა მაქვს.ამიტომ ვისაც ეხება მიაქციოს ყურადღება, ბავშვებს გულს ნუ გაუტეხს და თამაშის ხალისს ნუ დაუკარგავს თორემ ხომ წაიკითხეთ ქიმერა რუსეთში აპირებს წასვლას და რუსეთის სახელით გამოსვლას, მერე ატყდება ვაი-ვიში ეს რა ქნაო, მაგრამ სხვა გზას რომ არ დაუტოვებ ბავშვსს რა ქნას ამათ ინტრიგებს ხომ არ შეეწირება. შეიძლება მას სხვამაც მიბაძოს, მარტო ქართველობის ძახილი ვერ უშველის მოზარდებს ახლა სხვა დროა და გამგებმა უნდა გაიგოს და მიაქციოს ყურადღება.
vaxo
03 სექტემბერი 2016 22:07
0
ვახო, მადლობა-რა თქმა უნდა გულშემატკივარის აზრი აუცილებელია და დარწმუნებული ვარ მწრთვნელებსაც და ფედერაციასაც დააინტერესებს და ეს ნორმალური და ჯანსაღია, მე დავწერე ის, რომ რააც დანამდვილებით არ ვიცით და არ ვართ საქმის კურსში არ შეიძლება ასე აბრალო ადამიანს- აქ წერდნენ, მარტო არ წყვეტენ ვინ აიყვანონ გუნდშიო, ეს ასე არ არის და არავის მითიტებას მაგ საკითხზე გინდა ფედერაციამ მიუთითოს და გინდა ნებისმიერმა სახელმწიფო პირმა, თუ ღირსეულად არ ეკუთვნის არავის არ აიყვენენ ნაკრებში.
მადლობას- კარგაი, რომ აქ დამოძღვრა დ წაიკითხე შინაარსი და მიხვდები, რომ დამოძძღვრა არაფერ შუაშია. სწორად გაგების პრობლემები რომ არის გაჩენილი იმიტომ არის კარგად ჩვენი საქმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ გულშემატკივარმა აზრი არ გამოთქვას. უნდა გამოთქვას და კრიტიკულიც უნდა იყოს, უბრალოდ ეს ყველაფერი ობიექტური რომ იყოს გაცილებით წაადგებათ მწრთვნელებსაც და ფეხბურთელებსაც.
ყველა კომენტარის ავტორს!
03 სექტემბერი 2016 20:24
0
ყველა კომენტარის ავტორს! კაი რა ძმაო, ჩვენც საქართველოში ვცხოვრობთ და ყველაფერს ვხედავთ , ყველაფერი გვესმის საუბედუროდ რაც ხდება ქართულ ფეხბურთში, რაც დღეს არ დაწყებულა და არც დღეს დამთავრდება.ჩვენც ცოტა რაღაც გაგვეგება და დამოძღვრას თავი დაანებე და ფედერაციამ მიაქციოს დროზე ყურადღება ამ საკითხს რასაც გულშემატკივრები სწერენ. ადრე თუ გახსოვს მუშტაეთის ბაღში ხდებოდა ტამაშების გარჩევა გულშემატკივრების მიერ და იქ ბევრჯერ მინახია მოქმედი ფეხბურთელებიც და მწრთვნელებიც და გულშემატკივრების აზრს ასე თუ ისე ყურადღებას აქცევდნენ და შედეგიც იყო.ახლა ვინც დაინიშნება მწვრთნელად თავიდან ყველა გენიოსი გამოგყავთ და ბოლოს გინებით უშვებთ. ასე რომ თავიდანვე უნდა პრობლემას შველა და არა ბოლოში გინება.
vaxo
03 სექტემბერი 2016 19:43
0
სოციალური ქსელი იმისთვისაა, რომ ხალხს რისი თქმაც უნდა გაბედულად თქვას, ხოლო ვისი მისამართითაც არის შენიშვნა და კრიტიკა იმან კი გაითვალისწინოს. თუ არ გაითვალისწინებს, დაფიქრდეს მაინც, თუ არ დაფიქრდება შერცხვეს, თუ არ შერცხვება, ცოტა მაინც ანერვიულდეს. რაც შეეხება ოფიციალური პასუხის ტოლფასი პოსტის ავტორს კი შევახსენებ ერთ მარტივ ქართულ ანდაზას „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო!"
მადლობა
03 სექტემბერი 2016 19:36
0

სიახლეები პოპულარული