U17: ესპანეთი-საქართველო 2:1

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მარცხის მიუხედავად, ღირსეულად ითამაშა. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ესპანელებს ამ ასაკში ყოველთვის გამორჩეული გუნდი ჰყავთ, მათ თავკაც ხიმენეს მელენდესს კი წინა თაობებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი მოუგია.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების კუთვნილ "ლას როსასის" საწვრთნელ ბაზაზე გამართულ შეხვედრაში მასპინძელთა უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და გოლებიც ლოგიკურად გავიდა, შესვენების შემდეგ კი ქართველები გამოცოცხლდნენ და თამამად შეუტიეს. ბაჩანა არაბულმა თერთმეტმეტრიანით ერთი ბურთი გაქვითა და კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს დარჩენილ ნახევარ საათში გაყაიმებაც შეეძლო,
მაგრამ საბოლოოდ, ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდა.

საკონტროლო მატჩში ანგარიშს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ ეს 1:2 იმის იმედს გვაძლევს, რომ ჩვენი ნაკრები ელიტრაუნდში თავს არ შეირცხვენს. კარგია, რომ ასეთი შეკრებისა და შეხვედრების ორგანიზება მოხერხდა. ამით ჩვენი ბიჭები საერთაშორისო გამოცდილებასაც გაიმდიდრებენ და სახელიანი მეტოქის წინააღმდეგ აუღელვებლად ბრძოლასაც მიეჩვევიან.

ესპანეთზე რევანშის შანსი კი ჟორჟიკაშვილის ბიჭებს ხვალ მიეცემათ.

ესპანეთი-საქართველო 2:1
ესპანეთი: ერერო - მანკილიო, ლუკე, გარიდო (45. მენენდესი), ბილბაო (65. ოლივანი) - ერედია, დელუფო (80. ვალენსია), კალვე (60. სუარესი), ნიგესი, ვიკო (60. ვადილიო) - ერნანდესი.
საქართველო: თებიძე - მთივლიშვილი, ცნობილაძე, სანდოხაძე, მონიავა (45. ჭიღვარია) - გოგიჩაიშვილი, ჰუფნაგელი (65. ტარყაშვილი), ენდელაძე (45. ექვთიმიშვილი), დიასამიძე (45. მარკოზაშვილი), სამუშია (75. ფანცულაია), არაბული.
გოლები: 1:0 ვიკო (35), 2:0 ერნანდესი (42), 2:1 არაბული (50. პენ.).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული