აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურ "ტვიტერზე" გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული გუნდი 6 ოქტომბერს სტუმრად ამხანაგურ მატჩს ფრანგებთან ჩაატარებს.
მოხევიშვილს "ალბასეტეში" დებიუტი არც ისე დიდი ხნის წინ ჰქონდა. მისი დებიუტი ესპანურ კლუბში 31 აგვისტოს ქვეყნის სათასო შეხვედრაში შედგა, სადაც "ალბასეტემ" "რეალ უნიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. თავის სადებიუტო შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 58 წუთი გაატარა.