U17. საქართველო VS ბულგარეთი - ვიწყებთ ევროშესარჩევს

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების ვარჯიში ფინეთში
დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ფინეთში ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლს იწყებს.

მასპინძელი ნაკრების გარდა, საქართველოს მეტოქეები არიან შვედეთი და ბულგარეთი. სწორედ ბულგარეთია ჩვენი პირველი მოწინააღმდეგე. მატჩი თბილისის დროით 15:00 სთ-ზე დაიწყება. დღესვე მასპინძელი ფინეთი შვედეთს გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს ფინეთს ვეთამაშებით, ხოლო 3 ოქტომბერს - შვედეთს. ელიტრაუნდის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

გურამ ასპინძელაშვილს ფინეთში 18 ფეხბურთელი ჰყავს წაყვანილი:

დემეტრე ბულისკერია, გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, გოგა ხვედელიძე, გიორგი ჯინჯოლავა, ივა გელაშვილი,
ირაკლი ჯავახიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა დარცმელია, ივანე ოქროპირიძე, ზურა დავითაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ანზორ მექვაბიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, თემურ გაბუნია, გიორგი ივანიაძე, ლევან გრძელიძე, გიორგი გულიაშვილი.

რაც შეეხება ბულგარეთის 17-წლამდელთა ნაკრებს, ამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ გეორგიევმა შესარჩევი ციკლისთვის 22 ფეხბურთელი შეარჩია:

ხრისტო ლალევი (ლევსკი), დამიან დამიანოვი (ლუდოგორეცი), ვესელინ ბესკოვი (ცსკა სოფია), მიტკო მიტკოვი (ცსკა სოფია), ტიხომირ დიმიტროვი (ლევსკი), მარტინ მიხაილოვი (სლავია), ანგელ კარაკაშევი (სლავია), ივო დიმიტროვი (სეპტემვრი), ვიქტორ პოპოვი (ჩერნო მორე), ვალენტინ ივანოვი (ბეროე), ემანუელ ლიჩევი (ცსკა სოფია), სტეფან გავრილოვი (შეფილდ უენსდი, ინგლისი), მეთოდი სტეფანოვი (პირინი), არსენ კრუშოვსკი (პირინი), ვლადიმირ ნიკოლოვი (სეპტემვრი), ილიან გრუევი (ვერდერი, გერმანია), პრესლავ ბორუკოვი (შეფილდ უენსდი, ინგლისი), ჯოშკუნ მიხაილოვი (ლოკომოტივი პლოვდივი), იად ჰამუდი (ლოკომოტივი პლოვდივი), ჩეზარ იორდანოვი (ჩერნო მორე), კრისტიან დობრევი (ბოტევი), კრისტიან დიმიტროვი (ჟირონა, ესპანეთი).
მკითხველის კომენტარები / 3 /
რეპორტაჟი ხომ არ არის სადმე
0
სადმე ანახებთ?
jiji
12:30 28-09-2016
0

სიახლეები პოპულარული