საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი ბულგარეთთან მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მე-8 საკვალიფიკაციო ჯგუფში, რომელსაც ფინეთი მასპინძლობს, გამოსვლა მარცხით დაიწყო.

ქალაქ კემპელეში, სტადიონ "ურჰეილუკესუსზე", გურამ ასპინძელაშვილის გუნდი ბულგარეთის თანატოლთა ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე, ილია გრუევის მიერ შესრულებული 11-მეტრიანიდან გავიდა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:

დემეტრე ბულისკერია, გიორგი ჯინჯოლავა, ირაკლი ჯავახიშვილი, ბექა დარცმელია, ზურა დავითაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ივა გელაშვილი, გიორგი ივანიაძე (78, ლევან გრძელიძე), ხვიჩა კვარაცხელია, ანზორ მექვაბიშვილი (70, თემურ გაბუნია), ივანე ოქროპირიძე (51, გიორგი გულიაშვილი).

დღესვე
მოგვიანებით ჩვენს ჯგუფში მასპინძელი ფინეთი შვედეთს გაეჯიბრება.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მომავალ შეხვედრას 30 სექტემბერს, ფინეთთან გამართავს, ხოლო 3 ოქტომბერს - შვედეთთან. ტურნირის ელიტრაუნდის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
აუყვანოს ვეხლა მეგობრების და მწვრტნელების სვილები ნაკრებსი და მაგრად წავალტ წინ..დინამოს გაპიარებული ბავსვები ნული იყვნენ კვარაცხელიას გარდა
jiji
15:24 29-09-2016
0
სანამ ეყოლება ამ სუბიექტს ნაკრებსი გაპიარებული დინამოელები,,დავიტასვილი და სხვები,,
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული