U17. საქართველო VS ფინეთი - მხოლოდ გამარჯვებისთვის...

AutoSharing Option
დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრაში მასპინძელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

რადგან პირველი მატჩი წაგებული (0:1 ბულგარეთთან) გვაქვს, ფინელებთან ჩვენი გუნდის მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, მეორე ადგილზე გასვლის შანსი მაინც რომ შევინარჩუნოთ.

- U17. საქართველო-ბულგარეთი 0:1 - მხოლოდ მეორე ტაიმი არ კმარა

არადა, უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს ფინეთსაც, რომელმაც პირველ ტურში შვედეთთან 0:5 წააგო და თან ამ მატჩში გაძევებული იოჰანეს კიტილაც დააკლდებათ.

გურამ ასპინძელაშვილს ფინეთში 18 ფეხბურთელი ჰყავს წაყვანილი:
დემეტრე ბულისკერია,
გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, გოგა ხვედელიძე, გიორგი ჯინჯოლავა, ივა გელაშვილი, ირაკლი ჯავახიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა დარცმელია, ივანე ოქროპირიძე, ზურა დავითაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ანზორ მექვაბიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, თემურ გაბუნია, გიორგი ივანიაძე, ლევან გრძელიძე, გიორგი გულიაშვილი.

მასპინძელთა მწვრთნელი იკა მაკელა კი საქართველოსთან მატჩისთვის ამ შემადგენლობას ამზადებს:
ოტო ჰუტასენი (ნიუკასლი), ატე პაუნიო (ჰონკა), ატე ეროლა (კაპა), კალე კატცი (ჰიკ), ივარი კულუ (ჯაზი), ტურე მანტინენი (ჯაზი),იუსუფ ალი (ჰიკ), იუნო ჰივარინენი (როვანიემი), ტეემუ იანტი (პპკუ), იაკო ოკსანენი (ჰიკ), ვალე რატი (კაპა), ანსი სუონენი (კაპა), ტომი იანტი (ჰიკ), ნიკლას იოკელაინენი (სტოკი, ინგლისი), იური კურუ (კაპა), ემილ პანულა (სიკ), მაქსიმო ტოლონენი (ჰონკა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ამას დაცერა რატ უნდა დზმაო დინამო და საბურტალოა საქარტველოს ჰაკრები
bajo
15:59 30-09-2016
0
დავუჩიროთ მხარი გიორგი არაბიძეს... დამოკითხვა საიტის მთავარ გვერდზე...
FEOLA
16:25 30-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული