U17. საქართველო-ფინეთი 0:2 - ელიტრაუნდში გასვლის შანსიც დავკარგეთ [VIDEO]

AutoSharing Option
30 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მე-8 ჯგუფში, მეორე მატჩი გამართა მასპინძელ ფინეთთან და 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე მსაჯმა ცოტნე კაპანაძე გააძევა. 71-ე წუთზე კი ტოლონენმა გაიტანა. ბოლო, მე-80 წუთზე ჯემალ ჯინჯოლავას გაძევებას, 9-კაცით მოთამაშე ნაკრების კარში მეორე გოლი მოჰყვა, ოკსანენმა მე-3 დამატებულ წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენი ჯგუფის მეორე წყვილში შვედეთმა ანგარიშით 3:1 დაამარცხა ბულგარეთი და პირველი ადგილიც გაინაღ
და.

შეგახსენებთ, რომ I ტურში გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა 0:1 წააგო ბულგარელ თანატოლებთან და 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. ჩვენმა გუნდმა ელიტრაუნდში გასვლის შანსი დაკარგა, ჯგუფში ბოლო შეხვედრას კი შვედეთთან 3 ოქტომბერს გამართავს.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიოანტი. VIII ჯგუფი. II ტური
30.09. ფინეთი, ოულუ
საქართველო-ფინეთი 0:2
გოლები: 0:1 ტოლონენი (71), 0:2 ოკსანენი (80).
საქართველო: ბულისკერია, კაპანაძე, ჯინჯოლავა, ჯავახიშვილი, დარცმელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე, გაბუნია (77’ გრძელიძე), ივანიაძე (61’ გულიაშვილი), გელაშვილი, მექვაბიშვილი
მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
ფინეთი: ჰუუჰტანენი, კაცი, ეეროლა, ჰივარინენი (69’ იოკელაინენი), ოკსანენი, ტოლონენი (80’ რატი), იანტტი, სუჰონენი, კიურუ, პანნულა (80’ ალი), მანტინენი
მთ. მწვრთნელი: კიმმო ლიპპონენი
მსაჯები: პოლ მაკლაჰინი, დერეგ კიგანი, იერკო ცრნჩიჩი, მარიო ზებეცი
გაფრთხილება: 5’ კაცი, 15’ სუჰონენი, 46’ მექვაბიშვილი, 62’, 67’ კაპანაძე, 75’ იოკელაინენი, 80’ რატი
გაძევება: 67’ კაპანაძე, 80’ ჯინჯოლავა.
მკითხველის კომენტარები / 47 /
ესფეხბურთია და პარლამენტში რაღას იზავს,ნგრევა იქ ნახე.
სოსო
01 ოქტომბერი 2016 23:21
0
მოასორეტ ასპინცელასვილი და მისი მეგობრების გაპიარებული სვილები რომლებიც ნაკრებსი არიან..დინამოელებზეა საუბარი
svani
01 ოქტომბერი 2016 22:42
0
რატომ იცახებენ დავიტასვილს ნაკრებსი,,მეგობრობა მხოლოდ ნაკრების გარეტ,,უსუსური იყო ტამასებზე
gri
01 ოქტომბერი 2016 22:05
0
კობიაშვილი რისი ამშენებელია,ვერ ნახე მოსვლისთანავე ნგრევა დაიწყო?!თავისი ვიწრო,პირადული ინტერესებიდან გამომდინარე,ძლივს აწყობილ საქართველოს ნაკრებს "პადნოშკა" დაუდო და ცხადაძე გაანთავისუფლა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.
სოსოს!
01 ოქტომბერი 2016 20:31
0
კიდევ კარგი ამ ბავშვების ძველი მწვრთნელები გაათავისუფლეს და ასპნძელაშვილი მოიყვანეს......ვაი ნეტა ოდესმე თუ გვეშველება რამე?
kaxa
01 ოქტომბერი 2016 20:11
0
ლევან უკვე ააშენე ფეხბურთი,ახლა პარლამენტში რომ მიდიხარ?რაღაცას რომ იწყებ,ბოლომდე უნდა მიიყვანო და მხოლოდ შემდეგ შეუდგე ახალ საქმეს,ეგრე არ გამოვა,ყველაფერი აშალო და თავი მიანებო.
სოსო
01 ოქტომბერი 2016 19:37
0
ხალხო ნაღდადდ მომწონს დავითაშვილი მაგრამ აცადედდ ამ ბავშვს გაზრდა და კიდევ ბევრს ათაამაშეთ თავის ასაკთან რა ხდება რახან მწვრთნელის და შენი მეგობრის შვილია მოდი მაშინ ეროვნულშიც ათამაშეთ აცადეთ ახლა ათამაშეთ ვინც არის ვმაგ ასაკის იქნებ რამე გვეშველოს მეტი არარის სანამ ძმაკაცობა მეგობრის შვილობა დარეკვა მიყვანა არ მოიშლება არაფერი ეშველება საქართველოში ფეხბურთს ესენი პოლიტიკოსები ხდებიან სულ არ ენაღვლებათ ფეხბურთიწინა 17წ მაისურაძემ დაგვამშვენა ასაჯანამ სად გაიყვანა გუნდი და რა ქნა და ისევ მწვრთნელია .....  რა
givi
01 ოქტომბერი 2016 17:33
0
ბულისკერია ერთერთი გამორჩეული მეკარეა მთელს მსოფლიოში უაზრო კომენატრებს შეეშვით სად იყავით როცა ამ ბიჭებმა კიევის ტურნირი მოიგეს მართოცუდს ხედავთ ბულისკერია საუკეეთესოა
vepxvi
01 ოქტომბერი 2016 16:00
0
აქაც მეკარე...რა დამრთხალია მოგერიებისას გეგონება კარლოსი ურტყავდა,მაგის მწვრთნელი გასაშვებია ეგრევე...რას გვანან,რას თამაშობენ....დააბრუნეთ ცხადაძე ეროვნულში,დევდარიანი და გეგუჩაძეც ასაკობრივებში..გეგუჩას ხელი უკვე დაეტყო 21 წლიანებს,რატომ გაუშვა ფიფიამ?სულ სხვა ფეხბურთს თამაშობენ...რა იარაბეკი რის იარაბეკი,სად სლოვაკეთი სად საქართველო,მათ სულ სხვა ხედვააა აქვთ...
ჯონი
01 ოქტომბერი 2016 15:24
0
აი შედეგი მარტო თბილისის ნაკრებისა,ეს საქრთველოს ნაკრები არ არის, ხოდა ადექით ეხლა და ყველა ამბავშვების მწვრთვნელებმა პასუხი აგონ ფულით, რაც ნაკრებს გადაფრენა გადმოფრენაში და კვებაში დასჭირდათ, ასევე სასტუმროებში დახარჯული ფული იქნას სასწრაფოდ ანაზღაურებული, და აუდიტმა შეამოწმოს საიდან მოხვდნენ ეს ბავშვები თბილისის მნაკრებში,ეგებ ქრთამით, ჩააბარეთ ნაკრების გაძღოლა დასავლეთსი თორემ ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში მოისპო და ეს გააკეთეს თბილისის მწბრთვნელებმა და მათმა სამმა გუნდმა,ლოკო,დინამო,საბურთალო.
მოტყუებული ქართლოსი,
01 ოქტომბერი 2016 15:04
0

სიახლეები პოპულარული