U17. საქართველო-ფინეთი 0:2 - ელიტრაუნდში გასვლის შანსიც დავკარგეთ [VIDEO]

AutoSharing Option
30 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მე-8 ჯგუფში, მეორე მატჩი გამართა მასპინძელ ფინეთთან და 0:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. 67-ე წუთზე მსაჯმა ცოტნე კაპანაძე გააძევა. 71-ე წუთზე კი ტოლონენმა გაიტანა. ბოლო, მე-80 წუთზე ჯემალ ჯინჯოლავას გაძევებას, 9-კაცით მოთამაშე ნაკრების კარში მეორე გოლი მოჰყვა, ოკსანენმა მე-3 დამატებულ წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენი ჯგუფის მეორე წყვილში შვედეთმა ანგარიშით 3:1 დაამარცხა ბულგარეთი და პირველი ადგილიც გაინაღ
და.

შეგახსენებთ, რომ I ტურში გურამ ასპინძელაშვილის გუნდმა 0:1 წააგო ბულგარელ თანატოლებთან და 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. ჩვენმა გუნდმა ელიტრაუნდში გასვლის შანსი დაკარგა, ჯგუფში ბოლო შეხვედრას კი შვედეთთან 3 ოქტომბერს გამართავს.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიოანტი. VIII ჯგუფი. II ტური
30.09. ფინეთი, ოულუ
საქართველო-ფინეთი 0:2
გოლები: 0:1 ტოლონენი (71), 0:2 ოკსანენი (80).
საქართველო: ბულისკერია, კაპანაძე, ჯინჯოლავა, ჯავახიშვილი, დარცმელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე, გაბუნია (77’ გრძელიძე), ივანიაძე (61’ გულიაშვილი), გელაშვილი, მექვაბიშვილი
მთ. მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
ფინეთი: ჰუუჰტანენი, კაცი, ეეროლა, ჰივარინენი (69’ იოკელაინენი), ოკსანენი, ტოლონენი (80’ რატი), იანტტი, სუჰონენი, კიურუ, პანნულა (80’ ალი), მანტინენი
მთ. მწვრთნელი: კიმმო ლიპპონენი
მსაჯები: პოლ მაკლაჰინი, დერეგ კიგანი, იერკო ცრნჩიჩი, მარიო ზებეცი
გაფრთხილება: 5’ კაცი, 15’ სუჰონენი, 46’ მექვაბიშვილი, 62’, 67’ კაპანაძე, 75’ იოკელაინენი, 80’ რატი
გაძევება: 67’ კაპანაძე, 80’ ჯინჯოლავა.
მკითხველის კომენტარები / 47 /
აი შედეგი მარტო თბილისის ნაკრებისა,ეს საქრთველოს ნაკრები არ არის, ხოდა ადექით ეხლა და ყველა ამბავშვების მწვრთვნელებმა პასუხი აგონ ფულით, რაც ნაკრებს გადაფრენა გადმოფრენაში და კვებაში დასჭირდათ, ასევე სასტუმროებში დახარჯული ფული იქნას სასწრაფოდ ანაზღაურებული, და აუდიტმა შეამოწმოს საიდან მოხვდნენ ეს ბავშვები თბილისის მნაკრებში,ეგებ ქრთამით, ჩააბარეთ ნაკრების გაძღოლა დასავლეთსი თორემ ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში მოისპო და ეს გააკეთეს თბილისის მწბრთვნელებმა და მათმა სამმა გუნდმა,ლოკო,დინამო,საბურთალო.
მოტყუებული ქართლოსი,
01 ოქტომბერი 2016 15:04
0
MAMIKOS BICHEBITAA GUNDEBI HATENILI.AMITOMAA FEXBURTI RO ARAA CHVENTAN
Goga
01 ოქტომბერი 2016 14:46
0
თვალი მაინც შეავლეთ ევროპულ ასაკობრივ ნაკრებებს, ვერც ერთ პოზიციაზე ვერ ნახავთ პატარა ტანის ბავშვებს, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა, ტანით, ჯანით და ასაკითაც კი პატარები ყავთ ნაკრებში. გუნდებში რომ ერთ-ორ გოლს შეაგდებენ, მესები ჰგონიათ. იმწუთას ნაკრებში მიარბენინებენ.როგორც ყოველთვის რეგიონიდან არც ერთი ბავშვი.
გუბაზა
01 ოქტომბერი 2016 14:31
0
ასეთი ნიჭიერი ბიჭებით ასეთი შედეგი სამარცხვინოა,მაგრამ ამ ბიჭებს უნდა ერთ გუნდად ქცევა,სათამაშო დისციპლინა,მწვრთნელის ხელი.ეს ყველაფერი არ ჩანდა.არ მესმის რატომ არ ათამაშეს გრძელიძე რომელიც უნიჭიერესია და ერთადერთია ვისაც დრიბლინგი შეუძლია,ან ოქროპირიძე-ყველაძე კარგად ბურთის დამჭერი,ლორთქიფანიძემ მხოლოდ15 წუთი ითამაშა და გამოჩნდა რამხელა პოტენციალი აქვს,მაგრამ დინამო უნდა დომინირებდეს ალბათ-ასეთია დირექტივა-და ხომ დაინახა ყველამ რომ ნული იყვნენ დინამოს წარმომადგენლები-უკლებლივ ყველა ფაფხურის მეტს არაფერს აკეთებდა. იქნებ გამოიტანოთ დასკვნები,თორემ უარეს დღეში აღმოვჩნდებით.
devi
01 ოქტომბერი 2016 14:21
0
მოკლედ ქართული ფეხბურთის უვარგისებას, ხან ტრენერს აბრალებენ, ხან ფეხბურთელებს, ხან პრეზიდენტს, ხან ოცნებას, ხან მოედანს, ხან ამინდს. ყველაფერს აბრალებენ, ოღონდ იმას არ ამბობენ რომ ქართული ფეხბურთი კლინიკურ სიკვდილშია.
ეხლა ჩვენ ფეხბურთს მამაღმერთის მეტი ვერავინ ვერ უშველის.
haha
01 ოქტომბერი 2016 12:49
0
ეგარის გეგუჩადზეს სტილი რას ერჩითსირცხვილია მაგ ბიჩებით ჯგუფიდან რო ვერ გახვალ უნდა გადადგე არ ხარ ნაკრებისთვის განკუთვნილი მწვრთნელი
ირაკლი
01 ოქტომბერი 2016 12:18
0
სიმართლეს ამბობთ:)))
Vep1963-ს
01 ოქტომბერი 2016 12:08
0
მეკარე იყო სამარცხვინო! ეს მეკარე ვინც აკადემიაში მიიღო დასაჭერია. ამაზე ბევრად უკეთეს მეკარეს ერთ დღეში გაპოვნინებთ რაიონის გუნდებში.
აშკარაა, რომ პროტექციით მოდის აქამდე ეგ მეკარე..
Nika
01 ოქტომბერი 2016 12:02
0
გადადგეს ეს კობიაშვილი და ავირჩიოთ სიჭინავაა! ამ კაცს ფეღბურთი მაინც უყვარს! კობიაშვილს მობეზრდა და გალსთუკით სიარული უსწორდება, გლდანის მოურავობა გადაწყვიტა,, ვახ მე !!!!
Vasili
01 ოქტომბერი 2016 11:49
0
დანგრეული საფეხბურთო მოედნები ეხლა იჩენს თავს
romani
01 ოქტომბერი 2016 11:38
0

სიახლეები პოპულარული