U17. შვედეთი-საქართველო 4:0 - რის პრესტიჟი, რა პრესტიჟი?!.

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი, რომელსაც ფინეთმა უმასპინძლა. დაასრულა ძალიან ცუდად - 3 თამაშიდან სამივე წავაგეთ, გავუშვით 7 და ვერ გავიტანეთ ერთი გოლიც კი.

რა თქმა უნდა, 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი ამოცანა ზედა ასაკის ნაკრებებისა და ეროვნული გუნდისთვის კვალიფიციური ფეხბურთელების მომზადებაა, მაგრამ ამ შედეგზე თვალს ვერ დავხუჭავთ: ფეხბურთელი, რომელიც ყველა თამაშს "მშრალად" აგებს, თუნდაც მენტალურად ვერ იქნება მზად მაღალ დონეზე სათამაშოდ.

ჩვენ უშუალოდ არ გვინახავს ფინური ბატალიები, მაგრამ შედეგი ყველაფერზე მეტყველებს.

ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელები თავის დროზე
ძალიან კრიტიკულები იყვნენ (სამართლიანადაც!) ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესების მიმართ და იმედია, დღეს მათ მიერ გაკეთებულ საქმეშიც მოძებნიან ხინჯს. ეს აუცილებელია, რათა ქართული ფეხბურთი საბოლოოდ არ გადაიჩეხოს უფსკრულში.

...ჩვენს ჯგუფში შვედები აშკარად გამორჩეულები იყვნენ. მათ მთელი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და აბსოლუტურად დამსახურებულად დაიკავეს ჯგუფში პირველი ადგილი. აღსანიშნავია, რომ შვედეთის ნაკრებს ჯერ კიდევ ქართველებთან მატჩამდე ჰქონდა განაღდებული ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაში, მაგრამ ამას მათ განწყობაზე არ უმოქმედია - ჭაბუკმა სკანდინავიელებმა ეს შეხვედრაც ბოლომდე მობილიზებულებმა ჩაატარეს.

მასპინძელმა ფინეთმა სასტარტო მატჩში განცდილი წარუმატებლობის (0:5 შვედეთთან) შემდეგ ძალა მოიკრიბა და საქართველოს ბულგარეთიც მიაყოლა. ბულგარელებმა კი ჩვენი დამარცხება შეძლეს.

ერთადერთი, რაც შეიძლება დაზუსტებით დაიწეროს, ეს არის - გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილი ნაკრები ყველაზე სუსტი იყო ამ ჯგუფში და ტურნირის ბოლოს დავმკვიდრდით იმ ადგილზე, რომელიც გვეკუთვნოდა...

ვნახოთ, რა დასკვნებს გააკეთებს და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ შესარჩევი ეტაპის შემდეგ ის ხალხი, ვისაც ეს ეხება.

U17. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VIII ჯგუფი. ბოლო ტური
03.10. ოულუ (ფინეთი)
შვედეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 კულუშევსკი (10), 2:0 ვაგიჩი (39), 3:0 სებო (48), 4:0 კრონა (75)
საქართველო: მამარდაშვილი, ბაბუნაძე, გელაშვილი, გრძელიძე, ჯავახიშვილი, ხვედელიძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (41. დარცმელია), დავითაშვილი (41. ოქროპირიძე), გაბუნია (62. გულიაშვილი).
სათადარიგოები: ბულისკერია, ივანიაძე
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
გაფრთხილება: ფინდელი (13), გაბუნია (25), ვაისბროდი (34), ტანუსი (35), კულუშევსკი (38), ლორთქიფანიძე (40), ბაბუნაძე (52), კვარაცხელია (79)
გაძევება: ვაისბროდი (80).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვედეთი 3 3 0 0 12-1 9
2. ფინეთი 3 2 0 1 3-5 6
3. ბულგარეთი 3 1 0 2 2-4 3
4. საქართველო 3 0 0 3 0-7 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
კარგი რა gri ყველამ ვნახეთ ეს ქუთატელაძე და ბევრად უფრო ძლიერებიც იყვნენ იქ და ვერაფერი ქნეს.რატო არ გესმით,პრობლემა სხვა რამეშია აქ და არა ფეხბურთელებში.დარწმუნებული ვარ ეგ ბიჭი პარიზში ბევრად უკეთესად თამაშობს,ისევე როგორც ლორთქიფანიძე იტალიაში და გელაშვილი ჩეხეტში,მაგრამ როცა სწორ ფეხბურთს ხარ მიჩვეული ევროპაში მერე ძნელია აქ გადმოწყობა და თამაში ამ ჩამორჩენილ მდგომიარე ფეხბურთში.საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.სისტემა იგებს ან იშვიათად სუპერ ინდივიდუალისტები.ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მეორე.აბა რა შვედი ბიჭები ან ფინელები ვარსკვლავები კი არ ყოფილან.
Nodo
04 ოქტომბერი 2016 21:39
0
ძალიან გთხოვთ არ დაბლოკოთ,რომ ბოლო მოეღოს ამ სიბინძურეს.გაიშიფრა-gri,jiji და კიდევ ერთი სახელი. ეს არსება წერს ამდენ სისაძაგლეს,თან მშვენივრად იცის რომ ამ ნაკრებში ჩაწყობით არავინ მოხვედრილა.მწვრთნელმა თავისი ნაღდად ძმაკაცის შვილი არ დატოვა და გაუშვა.ღმერთმა შეგინდოს.დაწყნარდი მოვა შენი შვილის დროც და მერე შეგრცხვება ასეთებს რომ აკეთებდი.ყველამ გავიგეთ ვინც ხარ უკვე და მაგრად გვეწყინა.მაინც ღმერთმა შეგინდოს.
Gia
04 ოქტომბერი 2016 19:13
0
გგადაგვერია ხალხო ბავშვები,წაუკითხავთ უკვე ეს ღვარძლი და როგორ შეიძლება ასე თების წერა პატარა ბიჭებზე,ან რატომ აქვეყნებთ ასეთ შეურაცყოფებს? რად გვინდა ასეთი ფეხბურთი თუ სამკურნალო გაგვიხდა ბავშვები???
Rati
04 ოქტომბერი 2016 19:01
0
რო წაიღეთ ტვინი დინამოს ბავშვებმა ვერაფერი ქნესო,თქვენმა საბურთალოელმა და ლოკომოტიველმა ბიჭებმა ხო დახაზეს რა? საქმის გარდა ყვეფერზე წერტ ამ კომენტარებში,ეს რაღაც საჭორაო და საბოღმაო რუბრიკაა ეტყობა
Rati
04 ოქტომბერი 2016 18:58
0
რა შუაშია აქ მეგობრის შილები ან რომლები ნახეთ რომ ფულით არიან მიყვანილები ? ამ ბიჭებმა თასი რომ მოიგეს მაშინ რატომ არ ამბობდით არაფერს ყველამ თქვენს თავებს მიხედეთ და მორჩით ამ ბიჭების ლანძღვას იმის გამო რომ თქვენი შვილები ნაკრებშ არ გამოიძახეს
საბა
04 ოქტომბერი 2016 17:30
0
ქუტატელაცეზე უკეტესი რომელი ყავდა ნაკრებსი ამ უბნის მწვრტნელ ასპინცელასვილს,,მაგრამ მეგობარ-ახლობლის სვილები არცია,,
gri
04 ოქტომბერი 2016 16:54
0
ყველაფერს სიმარტლეს იცახი,,მარტლა ტუ ვინმეს ყავს ფეხბურტსი ამატან სვილები რა ცოდნას მისცემენ ეგენი,,დახუპავენ,,ფულიტ გასარტობად მოსიარულეებმა იარონ და იხადონ ფული გინდატ დინამოსი გინდა ნაკრებსი
zmos
04 ოქტომბერი 2016 16:41
0
ამ სედეგს რად უნდოდა მწვრტნელი..უნდა წავიდეს სასწრაფოდ ეს ასპინცელასვილი და ტავის მეგობრები სვილები ნაკრებიდან
saburtalo
04 ოქტომბერი 2016 16:35
0
საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლი ისე დაასრულა, რომ გოლიც კი ვერ გაიტანა, კარში მიიღო 7 ბურთი სამაგიეროდ და ასეთი ბანძი ასაკობრივი არასდროს გვყოლია, შეიძლება ითქვას, ასეთი უსუსურები არასდროს ვყოფილვართ. ხო, ეს სწორი სელექციის ბრალია ჩემო ძვირფასებო. იმედია, ასპინძელაშვილი და საერთოდ, ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელები, ამ ციკლზე რამე პასუხისმგებლობას აიღებენ ეს ერთი და მეორე კითხვა მაქვს - ბევრი ბავშვი გყავთ, პსჟ-ს ასაკობრივში რომ თამაშობდეს, ფორვარდი? იქნებ ღირსების თითო გოლი მაინც გაგეტანათ სადმე! პროსტა ტეხავს. მარტო ეროვნულ ნაკრებზე კი არა, ასაკობრივში ბარდაგია საერთოდ. შეგიკურთხეთ პრიორიტეტები, რითაც ბავშვებს არჩევთ საერთოდ!
Nsk012
04 ოქტომბერი 2016 15:56
0
ხალხო დაანებეთ თავი ბავშვებს და გვარების ხსენებას.არ გრცხვენიათ?ეგენი რაშუაში არინ? სათითაოდ ვიცი ყველა მართლა ნიჭიერია,მაგრამ გუნდად ვერ შეიკრნენ რაც მათი ბრალი არაა და ჭორაობას ჯობია ერთი სერიოზული აქცია ფედერაციასთან-გვითხრან რა უნდათ საერთოდ
Gruzin
04 ოქტომბერი 2016 15:19
0

სიახლეები პოპულარული