U17. შვედეთი-საქართველო 4:0 - რის პრესტიჟი, რა პრესტიჟი?!.

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი, რომელსაც ფინეთმა უმასპინძლა. დაასრულა ძალიან ცუდად - 3 თამაშიდან სამივე წავაგეთ, გავუშვით 7 და ვერ გავიტანეთ ერთი გოლიც კი.

რა თქმა უნდა, 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი ამოცანა ზედა ასაკის ნაკრებებისა და ეროვნული გუნდისთვის კვალიფიციური ფეხბურთელების მომზადებაა, მაგრამ ამ შედეგზე თვალს ვერ დავხუჭავთ: ფეხბურთელი, რომელიც ყველა თამაშს "მშრალად" აგებს, თუნდაც მენტალურად ვერ იქნება მზად მაღალ დონეზე სათამაშოდ.

ჩვენ უშუალოდ არ გვინახავს ფინური ბატალიები, მაგრამ შედეგი ყველაფერზე მეტყველებს.

ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელები თავის დროზე
ძალიან კრიტიკულები იყვნენ (სამართლიანადაც!) ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესების მიმართ და იმედია, დღეს მათ მიერ გაკეთებულ საქმეშიც მოძებნიან ხინჯს. ეს აუცილებელია, რათა ქართული ფეხბურთი საბოლოოდ არ გადაიჩეხოს უფსკრულში.

...ჩვენს ჯგუფში შვედები აშკარად გამორჩეულები იყვნენ. მათ მთელი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და აბსოლუტურად დამსახურებულად დაიკავეს ჯგუფში პირველი ადგილი. აღსანიშნავია, რომ შვედეთის ნაკრებს ჯერ კიდევ ქართველებთან მატჩამდე ჰქონდა განაღდებული ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაში, მაგრამ ამას მათ განწყობაზე არ უმოქმედია - ჭაბუკმა სკანდინავიელებმა ეს შეხვედრაც ბოლომდე მობილიზებულებმა ჩაატარეს.

მასპინძელმა ფინეთმა სასტარტო მატჩში განცდილი წარუმატებლობის (0:5 შვედეთთან) შემდეგ ძალა მოიკრიბა და საქართველოს ბულგარეთიც მიაყოლა. ბულგარელებმა კი ჩვენი დამარცხება შეძლეს.

ერთადერთი, რაც შეიძლება დაზუსტებით დაიწეროს, ეს არის - გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილი ნაკრები ყველაზე სუსტი იყო ამ ჯგუფში და ტურნირის ბოლოს დავმკვიდრდით იმ ადგილზე, რომელიც გვეკუთვნოდა...

ვნახოთ, რა დასკვნებს გააკეთებს და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ შესარჩევი ეტაპის შემდეგ ის ხალხი, ვისაც ეს ეხება.

U17. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VIII ჯგუფი. ბოლო ტური
03.10. ოულუ (ფინეთი)
შვედეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 კულუშევსკი (10), 2:0 ვაგიჩი (39), 3:0 სებო (48), 4:0 კრონა (75)
საქართველო: მამარდაშვილი, ბაბუნაძე, გელაშვილი, გრძელიძე, ჯავახიშვილი, ხვედელიძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (41. დარცმელია), დავითაშვილი (41. ოქროპირიძე), გაბუნია (62. გულიაშვილი).
სათადარიგოები: ბულისკერია, ივანიაძე
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
გაფრთხილება: ფინდელი (13), გაბუნია (25), ვაისბროდი (34), ტანუსი (35), კულუშევსკი (38), ლორთქიფანიძე (40), ბაბუნაძე (52), კვარაცხელია (79)
გაძევება: ვაისბროდი (80).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვედეთი 3 3 0 0 12-1 9
2. ფინეთი 3 2 0 1 3-5 6
3. ბულგარეთი 3 1 0 2 2-4 3
4. საქართველო 3 0 0 3 0-7 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
დატოვეს ეს ისევლე მწვრტნელად,აი როგორ სეტანხმებიტ მოსაობენ ფედერაციასტან..უბრალოდ უნდა გენახატ ქომაგების აზრტან დაკავსირებიტ რა რეაქციები ქონდატ,,ბრავო უსინდისობას........
jiji
13:27 08-10-2016
0
ნეტა თუ ატ ცხვენია კობიაშვილს და მუჯირს ამ ნაკრებს რო უყურეს ავსაჯანას ნაკრები სადამდე გავიდა და რა დროს მოხსნეს მწვრტნელი საქართველოში მაინც არ ყოფილიყო სამივე თამაში წააგო მაისურაძემ ესენი იქამდეც ვერ მივიდნნენ და მაისურაძე მაგარი მწვრთნელიაო დავაი დაახვიეთ ქართული ფეხბურთის მტრები ხარტ
giga
12:13 06-10-2016
0

სიახლეები პოპულარული