U17. შვედეთი-საქართველო 4:0 - რის პრესტიჟი, რა პრესტიჟი?!.

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი, რომელსაც ფინეთმა უმასპინძლა. დაასრულა ძალიან ცუდად - 3 თამაშიდან სამივე წავაგეთ, გავუშვით 7 და ვერ გავიტანეთ ერთი გოლიც კი.

რა თქმა უნდა, 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი ამოცანა ზედა ასაკის ნაკრებებისა და ეროვნული გუნდისთვის კვალიფიციური ფეხბურთელების მომზადებაა, მაგრამ ამ შედეგზე თვალს ვერ დავხუჭავთ: ფეხბურთელი, რომელიც ყველა თამაშს "მშრალად" აგებს, თუნდაც მენტალურად ვერ იქნება მზად მაღალ დონეზე სათამაშოდ.

ჩვენ უშუალოდ არ გვინახავს ფინური ბატალიები, მაგრამ შედეგი ყველაფერზე მეტყველებს.

ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელები თავის დროზე
ძალიან კრიტიკულები იყვნენ (სამართლიანადაც!) ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესების მიმართ და იმედია, დღეს მათ მიერ გაკეთებულ საქმეშიც მოძებნიან ხინჯს. ეს აუცილებელია, რათა ქართული ფეხბურთი საბოლოოდ არ გადაიჩეხოს უფსკრულში.

...ჩვენს ჯგუფში შვედები აშკარად გამორჩეულები იყვნენ. მათ მთელი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და აბსოლუტურად დამსახურებულად დაიკავეს ჯგუფში პირველი ადგილი. აღსანიშნავია, რომ შვედეთის ნაკრებს ჯერ კიდევ ქართველებთან მატჩამდე ჰქონდა განაღდებული ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაში, მაგრამ ამას მათ განწყობაზე არ უმოქმედია - ჭაბუკმა სკანდინავიელებმა ეს შეხვედრაც ბოლომდე მობილიზებულებმა ჩაატარეს.

მასპინძელმა ფინეთმა სასტარტო მატჩში განცდილი წარუმატებლობის (0:5 შვედეთთან) შემდეგ ძალა მოიკრიბა და საქართველოს ბულგარეთიც მიაყოლა. ბულგარელებმა კი ჩვენი დამარცხება შეძლეს.

ერთადერთი, რაც შეიძლება დაზუსტებით დაიწეროს, ეს არის - გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილი ნაკრები ყველაზე სუსტი იყო ამ ჯგუფში და ტურნირის ბოლოს დავმკვიდრდით იმ ადგილზე, რომელიც გვეკუთვნოდა...

ვნახოთ, რა დასკვნებს გააკეთებს და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ შესარჩევი ეტაპის შემდეგ ის ხალხი, ვისაც ეს ეხება.

U17. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VIII ჯგუფი. ბოლო ტური
03.10. ოულუ (ფინეთი)
შვედეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 კულუშევსკი (10), 2:0 ვაგიჩი (39), 3:0 სებო (48), 4:0 კრონა (75)
საქართველო: მამარდაშვილი, ბაბუნაძე, გელაშვილი, გრძელიძე, ჯავახიშვილი, ხვედელიძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (41. დარცმელია), დავითაშვილი (41. ოქროპირიძე), გაბუნია (62. გულიაშვილი).
სათადარიგოები: ბულისკერია, ივანიაძე
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
გაფრთხილება: ფინდელი (13), გაბუნია (25), ვაისბროდი (34), ტანუსი (35), კულუშევსკი (38), ლორთქიფანიძე (40), ბაბუნაძე (52), კვარაცხელია (79)
გაძევება: ვაისბროდი (80).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვედეთი 3 3 0 0 12-1 9
2. ფინეთი 3 2 0 1 3-5 6
3. ბულგარეთი 3 1 0 2 2-4 3
4. საქართველო 3 0 0 3 0-7 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
შეადრეთ ახალი და ძველი მწვრთნელები და მათი გამოცდილება,მაისურაძე-20 წელია მუშაობს,დევდარიანიც,ავსაჯანაც.ბავშვებთან მუშაობა არაა ადვილი და განსხვავდება დიდებთან მუშაობისგან და მას არანაკლები გამოცდილება ჭირდება ზუსტად ბავშვებთან მუშაობის.დასკვნები გაკეთოს ფედერაციამ
Rezo
04 ოქტომბერი 2016 14:58
0
ეს ასპინძელაშვილი ვინღაა ? სად თამაშობდა ან სად სწავლობდა მწვრთნელობას, რომელი ქვეყნის განათლებაა აქვს ? თუ აქ ჩვენთან ისწავლა უბანში მაზიანებზე თამაში და მწვრთნელობა..ხალხნო გონს მოდით აღარაა ფეხბურთი დაიქცა განადგურდა, მე მივმართავ მშობლებს ტყუილად ნუ ატყუებინებთ თავს ამ უვიც მწვრთნელებს გატყუებენ მაგენი არაფრის გამზრდელები არ არიან თვითონ არაფერი იციან და თქვენს შვილებს რას ასწავლიან, შედეგი დაკარგული დრო დაკარგული მამიკოს ფულები და დაღუპული ბავშვები, რომლებმაც ამ უვიცი მწვრთნელების წყალობით სკოლაში სწავლასაც ჩამორჩნენ
zmo
04 ოქტომბერი 2016 14:57
0
საერთოდ აღარაფრის დაწერას არ ვაპირებდი,ისე გამომლანძღეთ ვიღაც-ვიღაცეებმა,მაგრამ ვერ ვითმენ და მაინც ვწერ:ჩემი შვილის საქებრად არ ვწერ,შედარება მინდა მოვიყვანო:ერთი პატარა სოფლის გუნდში წარმატებული თამაშისთვის აიყვანეს გერმანიის ნაკრებში(თავის წლოვანებაში) მოიგეს ყველა ტურნირი და ყველგან საუკეთესოდ დასახელდა,რის შემდეგაც უკვე დიდი კლუბები არიან დაინტერესებული.საქართველოში ვინმე იხედება რეგიონებში? არა მგონია,რომ ყველა ტალანტი აუცილებლად თბილისში უნდა თამაშობდეს(მე თვითონ თბილისში ვარ დაბადებულ-გაზრდილი)!კიდევ ვიმეორებ:1)მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს! 2)გახადეთ ფეხბურთი ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი,თუ გინდათ ქართული ფეხბურთის გადარჩენა!!!3)ეძებეთ ტალანტები ყველგან და მიეცით მათ დიდ ფეხბურთელებად ჩამოყალიბების საშუალება და სურვილი!!!!
moxetiale
04 ოქტომბერი 2016 14:57
0
კრიტიკა საჭიროა და თან აუცილებლად, მაგრამ ფულს იღებს მწვრთნელიო რომ იძახით, მაშინ დაწერეთ ბოლომდე ყველაფერი ვინ ვისგან და როგორ იღებს ფულს და დაიჭირონ მიმცემიც და ამღებიც. შეიძლება მწვთნელი შეცდა და ვერც ფეხბურთელებმა იფრინეს, მაგრამ ადამიანს რაიმეში თუ ადანაშაულებ ამის დამტკიცებაც უნდა შეგეძლოთ . წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ცილისწამება, რომელიც ითვლება ცოდვად. ამიტომ მეგობრებო უაზრო საუბარს შეეშვით და ფაქტებით ისაუბრეთ. თუ ნამდვილი გულშემატკივარი ბრძანდებით,რატომ არ ითხოვთ შეხვედრას ფედერაციის ხემძვანელობასთან? მაგრამ მე მეეჭვება რომ თქვენ ხართ პირში მთქმელი ადამიანები და გირჩევნიათ უბრალოდ ჭორაობა.
ყველას
04 ოქტომბერი 2016 14:54
0
საერთოდ აღარაფრის დაწერას არ ვაპირებდი,ისე გამომლანძღეთ ვიღაც-ვიღაცეებმა,მაგრამ ვერ ვითმენ და მაინც ვწერ:ჩემი შვილის საქებრად არ ვწერ,შედარება მინდა მოვიყვანო:ერთი პატარა სოფლის გუნდში წარმატებული თამაშისთვის აიყვანეს გერმანიის ნაკრებში(თავის წლოვანებაში) მოიგეს ყველა ტურნირი და ყველგან საუკეთესოდ დასახელდა,რის შემდეგაც უკვე დიდი კლუბები არიან დაინტერესებული.საქართველოში ვინმე იხედება რეგიონებში? არა მგონია,რომ ყველა ტალანტი აუცილებლად თბილისში უნდა თამაშობდეს(მე თვითონ თბილისში ვარ დაბადებულ-გაზრდილი)!კიდევ ვიმეორებ:1)მიხედეთ ბავშვთა ფეხბურთს! 2)გახადეთ ფეხბურთი ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი,თუ გინდათ ქართული ფეხბურთის გადარჩენა!!!3)ეძებეთ ტალანტები ყველგან და მიეცით მათ დიდ ფეხბურთელებად ჩამოყალიბების საშუალება და სურვილი!!!!
moxetiale
04 ოქტომბერი 2016 14:54
0
არ აქვს საქართველოს ფეხბურთის რესურსი და რატომ ვყრით ფულს წყალში? სამანდე უნდა გატყუონ ხალხო რომ რაღაც გამოსწორდება და ამ ტყუილით თვითონ აკეთონ ფულები? როგორ შეიძლება საქარტველოში კარგი ფეხბურთელი გაიზარდოს? ჭ კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ჩემპიონატში მხოლოდ ხ კლასის ფეხბურთელები გაიზრდებიან და მაგაში ვყრით ფულს? მესი იმიტომ გაიზარდა ეგეთი რომ ჯერ მილიონობით ბავშვიდან შეარჩიეს და მერე რონალდინიოსა და სხვებს უყურებდა და იმათთან სწავლობდა ფეხბურთს.
ar daafinansoT
04 ოქტომბერი 2016 14:43
0
თუ ფიქრობთ რომ აქ ფულით მიყვანილი ბიჭები არიან მიდით და თქვენც გადაიხადეთ ფული და ითამაშეთ !!!

ყველაფერს ბოღმით და შურით ნუ უყურებთ
საბა
04 ოქტომბერი 2016 14:41
0
მაღთლა ავკრძალოთ ფეხბურთი საქართველოში,მალე ფარერებიც მოგვიგებს ასე თუ გაგრძელდა.ბავშბვებს კიდევ თავი დაანებეთ არ გრცხვენიათ?რა მაგათი ბრალია? ახლა დაიწყო პრობლემები? უბრალოდ ადრე გამოცდილი მწვრთნელები იყვნენ-მაისურაძეც,ავსაჯანიშვილიც,დევდარიანიც.დიდი გამოცდილებით.ახლა???
svani
04 ოქტომბერი 2016 14:37
0
ანუ თქვენი ბოღმა აზროვნებით მთელი დინამო ჩაწყობითაა,საბურთალოც,გელაშვილიც ჩაწყობითაა პრაღის სპარტაში და ლორთქიფანიძეც ნაცნობობით მოხვდა სერია A-ს გუნდში.ვაი თქვენს პატრონს!დავითაშვილის ნაირი ბავშვი რომელ აქ მწერალ ბოღმას გყავთ? დაუდგათ არაკაცებს თავისი დრო,რაღა გაგაჩერებთ ახლა. კიევში რომ ტურნირი მოიგო ამ გუნდა ვნახე და 4-5 კომენტარია სულ გაკეთებული,ახლა მიდი მოვდივარ,ინტრიგნებმა და დაწუნებული ფეხბურთელების მშობლებმა გადმოანთხიეს მთელი ბოღმა.
saba
04 ოქტომბერი 2016 14:31
0
დედიკოების და მამიკოების ბუნჩულა ბიჭბუჭებს რომ მეტი არ შეუძლიათ რატომ გიკვირთ. როდის იყო თბილისის ნაკრებს რაიმესთვის მიუღევია რომ ახლა მიაღწიოს. რეგიონების მიმართ ისეთი სიძულვილი არის გაღვივებული ამ ე.წ. "დედაქალაქში" რომ თურქებს და სპარსელებს ჩააბარეს მთელი ქალაქი და ჩინელებს. ნაკრებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
.........
04 ოქტომბერი 2016 14:26
0

სიახლეები პოპულარული