U17. შვედეთი-საქართველო 4:0 - რის პრესტიჟი, რა პრესტიჟი?!.

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი, რომელსაც ფინეთმა უმასპინძლა. დაასრულა ძალიან ცუდად - 3 თამაშიდან სამივე წავაგეთ, გავუშვით 7 და ვერ გავიტანეთ ერთი გოლიც კი.

რა თქმა უნდა, 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი ამოცანა ზედა ასაკის ნაკრებებისა და ეროვნული გუნდისთვის კვალიფიციური ფეხბურთელების მომზადებაა, მაგრამ ამ შედეგზე თვალს ვერ დავხუჭავთ: ფეხბურთელი, რომელიც ყველა თამაშს "მშრალად" აგებს, თუნდაც მენტალურად ვერ იქნება მზად მაღალ დონეზე სათამაშოდ.

ჩვენ უშუალოდ არ გვინახავს ფინური ბატალიები, მაგრამ შედეგი ყველაფერზე მეტყველებს.

ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელები თავის დროზე
ძალიან კრიტიკულები იყვნენ (სამართლიანადაც!) ქართულ ფეხბურთში მიმდინარე პროცესების მიმართ და იმედია, დღეს მათ მიერ გაკეთებულ საქმეშიც მოძებნიან ხინჯს. ეს აუცილებელია, რათა ქართული ფეხბურთი საბოლოოდ არ გადაიჩეხოს უფსკრულში.

...ჩვენს ჯგუფში შვედები აშკარად გამორჩეულები იყვნენ. მათ მთელი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს და აბსოლუტურად დამსახურებულად დაიკავეს ჯგუფში პირველი ადგილი. აღსანიშნავია, რომ შვედეთის ნაკრებს ჯერ კიდევ ქართველებთან მატჩამდე ჰქონდა განაღდებული ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაში, მაგრამ ამას მათ განწყობაზე არ უმოქმედია - ჭაბუკმა სკანდინავიელებმა ეს შეხვედრაც ბოლომდე მობილიზებულებმა ჩაატარეს.

მასპინძელმა ფინეთმა სასტარტო მატჩში განცდილი წარუმატებლობის (0:5 შვედეთთან) შემდეგ ძალა მოიკრიბა და საქართველოს ბულგარეთიც მიაყოლა. ბულგარელებმა კი ჩვენი დამარცხება შეძლეს.

ერთადერთი, რაც შეიძლება დაზუსტებით დაიწეროს, ეს არის - გურამ ასპინძელაშვილის გაწვრთნილი ნაკრები ყველაზე სუსტი იყო ამ ჯგუფში და ტურნირის ბოლოს დავმკვიდრდით იმ ადგილზე, რომელიც გვეკუთვნოდა...

ვნახოთ, რა დასკვნებს გააკეთებს და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ შესარჩევი ეტაპის შემდეგ ის ხალხი, ვისაც ეს ეხება.

U17. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. VIII ჯგუფი. ბოლო ტური
03.10. ოულუ (ფინეთი)
შვედეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 კულუშევსკი (10), 2:0 ვაგიჩი (39), 3:0 სებო (48), 4:0 კრონა (75)
საქართველო: მამარდაშვილი, ბაბუნაძე, გელაშვილი, გრძელიძე, ჯავახიშვილი, ხვედელიძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (41. დარცმელია), დავითაშვილი (41. ოქროპირიძე), გაბუნია (62. გულიაშვილი).
სათადარიგოები: ბულისკერია, ივანიაძე
მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი
გაფრთხილება: ფინდელი (13), გაბუნია (25), ვაისბროდი (34), ტანუსი (35), კულუშევსკი (38), ლორთქიფანიძე (40), ბაბუნაძე (52), კვარაცხელია (79)
გაძევება: ვაისბროდი (80).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვედეთი 3 3 0 0 12-1 9
2. ფინეთი 3 2 0 1 3-5 6
3. ბულგარეთი 3 1 0 2 2-4 3
4. საქართველო 3 0 0 3 0-7 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
მორჩა,ქართული ფეხბურთი აღარ არსებობს! ამ უჯიგრო,მარტო ფულის მოტრფიალე ხალხის ხელში არასდროს არაფერი არ გამოვა,ამდენი ფულიც სულ ტყუილად იხარჯება.უმჯობესი იქნება რაგბისტებს,კალათბურთელებს და სხვა სპორტსმენებს გადაუნაწილდეს თანხები,ესენი კი ყველა სახლში უნდა გაყარო და ფეხბურთს აღარასოდეს აღარ უნდა გააკარო.
კუჭკუჭი
04 ოქტომბერი 2016 14:24
0
jiji-ს:ეტყობა შენი უნიჭო შვილი არ აიყვანეს და იმიტომ იაზვობ სხვის შვილებზე თორემ სად უყურე ერთი თამაშებს? არსად უნახებიათ.შენნაირებს მხოლოდ ეს შეუძლიათ,აქ ჩუმად გველობა.
777
04 ოქტომბერი 2016 14:18
0
ფულიტ აყვანილმა ფეხბურტელებმა რა უნდა იტამასონ მომავალსი,,ან სად მოცებნეს ესენი,,ლორტქიფანიცე მინდორსი ეცემოდა და ერტ ადგილზე იდგა,,გელასვილი კი ცვენი კარიდან ბურტების გამოტანიტ იყო დაკავებული,,არაფერს ვიტყვი სამარცხვინო გაპიარებულ დინამოელებზე..
jiji
04 ოქტომბერი 2016 13:53
0
დინამოელები უსუსურები იყვნენ და სამარცხვინოები მინდორზე,,დავიტასვილს საერტოდ რატომ იცახებენ გასაკვირია..
saburtalo
04 ოქტომბერი 2016 13:38
0
ლევან კობიაშვილო საარჩევნო განწყობა როგორია!???...საერთოდ რას მოდიოდი ფეხბურთის ფედერაციაში...
არტაგი
04 ოქტომბერი 2016 13:09
0
სრულად გაამართლეს მოლოდინი..ვაი თქვენს პატრონს და ვაი ქართულ ფეხბურთს ამათ იმედზე... ისე რა გინდათ მუშაობს ფეხბურთის ფედერაცია...
maximus
04 ოქტომბერი 2016 13:09
0
მცვრტნელი უნდა მოიხსნას ჰამოსვლამდე აერსჰი ეყოფა რაც დააგროვა ფულიანი მამიკოებისგან.ტუ არ გააგდო კობიც უნდა მივაყოლოტ
ბაჯო
04 ოქტომბერი 2016 13:01
0
ხალხო, მწვრთნელი თუ არ გადააყენეს ამის შემდეგ, ჩავიქნიოთ უნდა ხელი კობიაშვილზეც და მის გუნდზეც.
giglia
04 ოქტომბერი 2016 12:45
0
ქულას ვინღა ჩივის,გოლიც ვერ გავიტანეთ ხალხო,წარმოგიდგენიათ ერთი ბურთიც ვერ შევაგდეთ,ყოჩაღ კობიაშვილო,მუჯირო,იაშვილო და განსაკუთრებული მადლობა,ყველაზე "სამართლიან დიდ სპეციალისტს"ყაველაშვილს,რომელმაც თავისი "დიდი ცოდნით და გამოცდილებით"პირდაპირ "ააყვავა"ქართული ფეხბურთი.
roma
04 ოქტომბერი 2016 12:13
0
ვინც საქართველოს სახელი შეარცხვინა, მისთვის დახშული უნდა იყოს და სამუდამოდ მოკვეთილი უნდა იყოს სამშობლოს ნაკრებიდან, და მის მიმართ უნდა განხორციელდეს კანონით განხორციელებული მსვლელობა , რაც ნაკრებში აყვანილი ყველა ფეხბურთელის ბიოგრაფიაში გამოიხატება, ეკუთვნოდა მას ნაკრებში აყვანა ,თუ არა,და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი რომ ესა და ეს ბავსვი იმსახურებდა ნაკრებში აყვანას.თუ ესე არ იქნა და დასასჯელი არ დაისაჯა , მაშინ სულ იქნება ჩაწყობები და მარტო თბილისის ნაკრებით წარდგენა ევროპაზე და მსოფლიოზე,და სულ დამარცხებული ვიქნებით ამ არაკაცების გამო,მე არ მჯერავს რომ ქუთაისში არ არის კარგი ბავშვები, ასევებ „ბათუმში,ზუგდიდში,გორში, ფოთში და ასე შემდეგ. დაისაჯონ მავნებლები ვისთვისაც სამშობლოს ღირსება არაფერია.
მამუკი ქართლოსი მტკვარელი და რიონელი
04 ოქტომბერი 2016 12:11
0

სიახლეები პოპულარული