ცუდი რაღაც მოხდა... ინტერვიუ 17-წლამდელთა მწვრთნელ გურამ ასპინძელაშვილთან

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი ბოლო ადგილზე, ქულისა და გოლის გარეშე დაასრულა. დავმარცხდით ბულგარეთთან (0:1), ფინეთსა (0:2) და შვედეთთან (0:4).

ცხადია, საინტერესოა, რა დაგვემართა ისეთი, რომ ქულა კი არა, გოლიც ვერ გავიტანეთ? საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინტერვიუ ვთხოვეთ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გურამ ასპინძელაშვილს...

- ბატონო გურამ, მაინც რა მოხდა ფინეთში?
- ჩემი აზრით, ჩვენს თამაშზე დიდი გავლენა იქონია ბულგარეთთან პირველმა მატჩმა. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში გვქონდა დიდი უპირატესობა, რომელიც გოლში ვერ აისახა. ფინეთთან მეორე თამაში თანაბარი იყო, იქაც
გვქონდა კარგი მომენტები...

- გოლი ვერ გაიტანეთ. ალბათ, ამას თავადაც არ ელოდით...
- მართალი ბრძანდებით, ნამდვილად არ ველოდი... მოკლედ, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. კარგად ეწყობოდა ჩვენი შეტევები, ბოლო ფაზამდე მიდიოდა, მაგრამ ლოგიკური დასასრული აღარ იყო. ბოლო ფაზაში მოვიკოჭლებდით. ფაქტია, ამ მხრივ ბევრია სამუშაო. და მაინც, მიმაჩნია, რომ ამ გუნდით შესაძლებელი იყო ელიტრაუნდში გასვლა. უბრალოდ, ზედმეტმა ემოციებმა დაგვაღალატა. იმდენად დიდი იყო მოტივაცია, რომ ამან ცუდი სამსახური გაგვიწია.

იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც - პირველი წაგების შემდეგ ფეხბურთელებზე ძალიან ცუდად იმოქმედა სოციალური ქსელებით წამოსულმა კრიტიკის ნიაღვარმა. ვცადეთ, რომ უმტკივნეულოდ ჩაევლო ამ რეაქციას, მაგრამ დღეს ისეთი დროა, რომ თუ ნახვა გინდა, მაინც ყველაფერს ნახავ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ შეცდომები დაუშვით სელექციის დროს?
- ახლა უკვე შეიძლება ლაპარაკი იმაზე, რომ რამდენიმე სხვა ტიპის ფეხბურთელი უნდა გვყოლოდა და შესაძლებელი იქნებოდა, სხვა შედეგი მიგვეღო, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. მიმაჩნია, რომ ამ გუნდითაც შეგვეძლო გასვლა ელიტრაუნდში.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ნაკრებში უნდა აგეყვანათ პსჟ-ის აკადემიის ფორვარდი ქუთათელაძე...
- ადრე ის სამჯერ გამოვიძახეთ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ქუთათელაძე არ იყო მზად ნაკრებში სათამაშოდ.

- რჩებით ნაკრების მწვრთნელად?
- კი, ვაგრძელებ მუშაობას. ჩვენ მალე გვინდა შედეგი, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ძალიან კარგი პროგრამები შემუშავდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, თუნდაც რეგიონების ასაკობრივი ნაკრებების კუთხით... ახლა მთლიანად ახალი ნაკრების შექმნასა და სელექციაზე გადავერთვებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
გამოდის რომ ქომაგების ბრალია წაგებები..
armazi
09 ოქტომბერი 2016 20:11
0
რატო გაგვაკრიტიკეტ პირველი წაგების მერეო რა სასაცილოები ხართ აბა უნდა შეგვექეტ რა კარგად მოიგეთქო დავაი რა ფეხბურტი შეგვაძულეთ ვინ იყო მანდ უპატრონო არ გცხვენიათ მაინც?
givi
09 ოქტომბერი 2016 15:44
0
არ დამჯდარა კაი მგისანივით.
გიო
09 ოქტომბერი 2016 12:44
0
მთელ გუნდს აძლევდნენ თურმე პროტეინებს შეკრების და ტურნირის მანძილზე(რაც არ შეიძლებოდა),რამაც გამოიწვია ის რომ ყველამ 2-3კგ მოიმატა წონაში.ამან გამოიწვია ეს ცუდი შედეგი.აბა უცბათ დადგა გუნდი რომელიმაც ადრე თითქმის ყველა თამაში მოიგო? ყველა პროფესიონალი ექიმი ამბობს რომ ეს არ შეიძლებოდა!!!
ქომაგი
09 ოქტომბერი 2016 11:55
0
წააგო ყველამ ერთად მწვრთნელის თამადობით.შენ ძალიან ხშირად წერ ფულიან მამიკოებზე, ყველამ გაიგო უკვე ვინცა ხარ და შენთვიტონ ხარ ეტყობა მიჩვეული ფულით საქმის კეთებას და ახლა არ გამოგივიდა წესიერ ხალხთან.ეგაა სიმართლე,თორემ იმ გუნდში არცერთი არაა ფულიანი მამა,ყველამ იცის ეგ.ისიც ეწერა ივანიაძეს ფულიანი ბიძები ყავსო და იცი რომ ეგ ბიჭი ბათუმელია და საერთოსაცხოვრებელში ცხოვრობს?დავითაშვილს ლანძღავდი და დარწმუნებული ვარ მის ფრჩხილად არ ღირს შენი შვილი.რომელი ნახე იქ ფულიანი მამა?შენი თავით მსჯელობ აშკარად.უცხოეთში მოთამაშე ბიჭებზეც გეწერა ფულით არიანო და იმდენს ვერ ფიქრობ რომ ევროპაში ფულით ვერ მოხვდებოდნენ ეგ ბიჭები.შეიზლება ეგეც იცი და გავასწავლე,რომ წავიდეთ აქედან,იქაც გავმაზოთ და ვითამაშოთ.
gri-s
09 ოქტომბერი 2016 11:43
0
მაინტერესებს სად არიან ეხლა ის რომლებიც ესე იცავდნენ ამ ნაკრებს,,გია ნიკო,,ალბატ ფულიანი მამიკოები არიან ვიხაცეების,,გაინახდეს ისევე მესებისა და რონალდოების გამოცახებები ნაკრებსი..
gri
08 ოქტომბერი 2016 21:35
0
ერთი ბავშვი გკავდათ ბათუმიდან და უმიზეზოთ არ ცაიკვანეთ
gia
08 ოქტომბერი 2016 20:29
0
ნაკრები მარტო თბილისი არ არის რეგიონებიდანაც უნდა ნახოთ და ეძებოთ ბავშვები
gia
08 ოქტომბერი 2016 20:26
0
ოკრინელი- ესეეთი უნამუსობა მართლა არ მინახავს, ძირითად მიზეზად კომენტარები დაასახელა', ფუუ რა Uთავმოყვარეო ყოფილხარ
gio tb
08 ოქტომბერი 2016 19:58
0
კი მაგრამ, მთავარი იყო მონაწილეობა და შედეგს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ? მარტო მწვრთნელმა კი არა, პასუხისმგებლობა ფედერაციამაც უნდა გაიზიაროს. რა, ინგლისი, ესპანეთი და გერმანია გვყავდნენ ჯგუფში და მიტომ ვაჩვენეთ ასეთი შედეგი? სახლში წაბრძანდით, სახლში.
geronti
08 ოქტომბერი 2016 19:07
0

სიახლეები პოპულარული