U21. გია გეგუჩაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გადაახალისა

AutoSharing Option
საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები ერთი დღით დაასვენა, შემადგენლობაც გადაახალისა და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეკრიბა.

გეგუჩაძემ ამჯერად ძირითადი აქცენტი ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კანდიდატებზე გააკეთა. გამონაკლისია მხოლოდ ორი ლეგიონერი - ლადო მოხევიშვილი და გიორგი ბერიძე, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოჰყვნენ გუნდს.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელი რომან ჭანტურია კი ავადმყოფობის გამო გამოაკლდა ნაკრებს.

ნაკრების კანდიდატები, ვარჯიშების გარდა, 11 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩშიც ეცდებიან, მწვრთნელს საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცონ - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ეს
შემადგენლობა უმაღლესი ლიგის "ცხინვალს" გაეჯიბრება. შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.

მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი);
მცველები: ირაკლი კომახიძე (შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ლუკა გადრანი (სამტრედია), ლუკა ნოზაძე (გურია), გიორგი ახალაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ოთარ კობახიძე (სიონი), გიორგი ზარია (დინამო თბ), ალექსანდრე გამცემლიძე (დილა); ნიკა ბაშალეიშვილი (თელავი);
თავდამსხმელები: ლუკა იმნაძე (გურია), ენვერ ლილუაშვილი (დინამო თბ).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
უცლიერესი სპეციალისტი და პროგრესულად მოაზროვნე,,წარმატებები გეგუ სულ,,
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული