საქართველო(U21)-ცხინვალი 1:1 - გადახალისებული ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფრანგული ვოიაჟის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ფეხბურთელები ერთი დღით დაასვენა, მერე შემადგენლობაც გადაახალისა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეჰყარა და "ცხინვალთან" ამხანაგური მატჩისთვის ეს მოთამაშეები მოამზადა:

მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი);
მცველები: ირაკლი კომახიძე (შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ლუკა გადრანი (სამტრედია), ლუკა ნოზაძე (გურია), გიორგი ახალაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ოთარ კობახიძე (სიონი), გიორგი ზარია (დინამო თბ), ალექსანდრე გამცემლიძე (დილა),
ნიკა ბაშალეიშვილი (თელავი);
თავდამსხმელები: ლუკა იმნაძე (გურია), ენვერ ლილუაშვილი (დინამო თბ).

ამჯერად, გეგუჩაძემ ძირითადი აქცენტი ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კანდიდატებზე გააკეთა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ორი ლეგიონერი - ლადო მოხევიშვილი და გიორგი ბერიძე. კიდევ ერთი ფეხბურთელი, იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელი რომან ჭანტურია ავადმყოფობს და ამიტომაც არ არის ნაკრებთან ერთად.

რაც შეეხება "ცხინვალთან" ამხანაგურ მატჩს, ის 11 ოქტომბერს "მიხეილ მესხის" სათადარიგო მინდორზე გაიმართა და 1:1 დამთავრდა.

35-ე წუთზე ანგარიში ცხინვალელმა თამაზ მაქაცარიამ გახსნა. მეორე ტაიმში წონასწორობა შეცვლაზე შესულმა "თელავის" ნახევარმცველმა ნიკა ბაშალეიშვილმა აღადგინა.

ამხანაგური მატჩი

საქართველო(U21)-ცხინვალი 1:1
საქართველო: ქურდაძე, ჩაჩუა (46. ნოზაძე), ნადარაია (46. გადრანი), ჭიჭინაძე (46. ბაშალეიშვილი), კომახიძე (46. ახალაძე), მამუჩაშვილი, მოხევიშვილი, გამცემლიძე (46. კობახიძე), ზარია, ბერიძე, ლილუაშვილი (46. იმნაძე).
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი, ქარდავა, მახარობლიძე, სულთანიშვილი, ქოჩლაძე, კახელიშვილი, მაქაცარია; მეორე ტაიმი: სომხიშვილი, ნონიაშვილი, ხატიაშვილი, გელაშვილი, კენჭაძე, ტორჩინავა, ჯამარაული, გაბრიჩიძე, ფირცხალავა, შინდაგორიძე, მაღრაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული