U17 - ესპანეთი-საქართველო 0:0

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მადრიდის "ლას როსასის" ბაზაზე ესპანელ თანატოლებთან მეორე მატჩი ჩაატარა და ნულოვან ფრეს მიაღწია.

შეგახსენებთ, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ესპანელებთან 22 თებერვალს 1:2 დამარცხდა, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთი უჩვენა და იმის რეალური იმედი გაგვიჩინა, რომ დასვენებული და უცხო გარემოსთან ადაპტირებული ქართველები მეორე შეხვედრას მისაღები შედეგით დაასრულებდნენ. საბედნიეროდ, ასეც მოხდა და ჩვენმა გუნდმა, უდავოდ, აქტივში ჩასაწერი შეხვედრა ჩაატარა.

ესპანეთში ჩატარებული საკონტროლო მატჩების შესახებ ჟორჟიკაშვილს თბილისში დაბრუნების შემდეგ დეტალურად გამოვკითხავთ, მანამდე კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის მიერ მოწოდებულ მცირე მიმოხილვას
უნდა დავჯერდეთ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი, მადრიდის "რეალის" ცოცხალი ლეგენდა ფერნანდო იერო დაესწრო. საიტის ცნობით, პირველ ტაიმში ესპანელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და გაბრიელ თებიძეს საქართველოს ნაკრების კარი არაერთხელ უხსნია. შესვენების შემდეგ ქართველებმაც შეუტიეს და გურამ სამუშიამ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა კი გასაკვირი არაა, ხიმენეს მელენდესის გუნდის მხარეს რომ იყო.

თუმცა საქართველოს ნაკრების შემადგენლობას თუ გადავხედავთ, იქ სამ ნომინალურ თავდამსხმელს აღმოვაჩენთ, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, ჟორჟიკაშვილი და მის ასისტენტები მხოლოდ ფრეზე არ ფიქრობდნენ.

ამით ქართველმა 17-წლამდელებმა ესპანური შეკრება დაასრულეს და იქ მიღწეული შედეგებით იმის რწმენა გაგვიძლიერეს, რომ მარტის ბოლოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდშიც მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრები თბილისში დღეს დაბრუნდება და გუნდის მზადების უახლოეს გეგმებზეც სულ მალე გაცნობებთ.

ესპანეთი-საქართველო 0:0
ესპანეთი: დავიდი - მენენდესი, ოლივანი, აროიო, პოლ გარსია (ლუკე) - მარკესი (მელერო), ვადილიო (ხერარდი) - კესადა, Dელგადო (ერნანდესი), დენისი (პოლ კალვე) - იოელი.
საქართველო: თებიძე - მთივლიშვილი, ცნობილაძე, სანდოხაძე, ჭიღვარია - ჰუფნაგელი (გოგიჩაიშვილი), ექვთიმიშვილი, სამუშია - ფანცულაია (დიასამიძე), ტარყაშვილი (ენდელაძე), არაბული.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული