ქართველი 14-წლამდელები "რიგის თასზე" დაუმარცხებლად გამოდიან

AutoSharing Option
ლატვიაში, რიგის საერთაშორისო ტურნირზე, D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს 14- წლამდელთა ნაკრებმა და ნახევარფინალში გააღწია, სადაც კიევის "დინამოს" თანატოლებს შეხვდებიან.

გოჩა ტყებუჩავას ფეხბურთელებმა პირველ მატჩში პოლონურ "იაგელონიას" 3:0 აჯობეს, შემდეგ კი ლიტვურ "შაულაის" დაუპირისპირდნენ და 5:1 გაანადგურეს.  ჯგუფის ბოლო მატჩი ჩვენმა 14-წლამდელებმა კიევის "კიევთან" გამართეს და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს, რითაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

"სკონტოს" აკადემიაში მიმდინარე რიგის ტურნირზე საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ამავე ასა
კის გუნდის ნახევარფინალური შეხვედრა დღეს გვიან გაიმართება, გამარჯვებული კი ხვალ ფინალში ითამაშებს.





.



მკითხველის კომენტარები / 1 /
კიევის დინამოსთვის 2:0 მოუგიათ :)
თქვენ გენაცვალეთ პატარა ჯიგრებო, ეგრე უნდა კიევის დინამოს!

უკრაინელები ჯანო ანანიძეს საქართველოს ნაკრებში რომ არ უშვებდნენ და აკადემიიდან რომ გარიცხეს! აი უყურონ 13 წლის ქართველი ტალანტი ბავშვები როგორ უგებენ მაგათ
mentalitet
06:04 27-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული