ოთხთა ტურნირისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
9-14 ნოემბერს დაგეგმილი ოთხთა საერთაშორისო ტურნირისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა 25 ფეხბურთელი შეარჩია.

ქართველი 19-წლამდელები 2017 წელს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მზადების პროცესში სამ უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებენ: 9 ნოემბერს ესპანეთთან, 11 ნოემბერს საფრანგეთთან და 14 ნოემბერს ჰოლანდიასთან.

გიორგი ყიფიანს ამ 25 ფეხბურთელიდან მოუწევს სატურნირო ოფიციალური განაცხადის დაკომპლექტება:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ);
მცველები: დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა მალი (საბურთალო), დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ლუკა ასათიანი
(იაგელონია, პოლონეთი), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), ომარ ბულუხაძე (საბურთალო), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ);
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა ფოჩხუა (დინამო თბ), გიორგი კუცია (დინამო თბ), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო), თემურ ჩოგაძე (საბურთალო), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ლაშა ლეჟავა (ლოკომოტივი), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბთ);
თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ბექა ქავთარაძე (დინამო თბ), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს საქართველოს კი არა... ეს არის თბილისის ნაკრები
preben elkiaer larsen
17:30 04-11-2016
0
წარმატებები ბიჭებს!!!!!!
კახი
17:36 04-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული