"რიგის თასი" საქართველოში მოდის

AutoSharing Option
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა "რიგის თასზე" დამაჯერებლად იასპარეზა და ტურნირი მოიგო. ფინალურ მატჩში გოჩა ტყებუჩავას გუნდის მეტოქე არნემის "ვიტესი" იყო. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქართველებმა გაიმარჯვეს. ძირითად დროში ჰოლანდიელთა კარში გოლი გიორგი წულეისკირმა გაიტანა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების წევრი ლუკა ვარძელაშვილი დაასახელეს.

ფინალამდე საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად მივიდა - ადგილობრივი "შიაულაი" 5:1 გაანადგურა, პოლონურ "იაგელონიას" 3:0 სძლია, "კიევს" 1:0, კიევის "დინამოს" კი 2:0 მოუგო.

ჩვენი გუნდი ლატვიაში ამ შემადგენლობით იყო ჩასული: გიორგი ჩოჩიშვილი, რუსლან ბედიევი, ირაკლი წერეთელი,
უტა ფაცაცია, გაგა კუხიანიძე, რატი არდაზიშვილი, ლუკა ვარძელაშვილი, ლუკა ჯამარაული, გიორგი წულეისკირი, გიორგი ლორია (ყველა - საბურთალო), გიორგი არაბიძე, ირაკლი ბუღრიძე (ორივე - ლოკომოტივი), ლევან ისიანი (ბოლნისი), ნიკა ყურშავიშვილი (ნორჩი დინამოელი), ილია დონდოლაძე (35-ე საფეხბურთო სკოლა), ნიკა კვანტალიანი (აჭარა), ნიკა ჯამასპიშვილი (ოლიმპი), ლაშა ლეჟავა (ავაზა).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული