გია გეგუჩაძემ ნაკრების შეკრებაზე ორი დებიუტანტი მიიწვია

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წყალტუბოში შეკრებას აგრძელებს და 14 ნოემბერს დასკვნით ტესტ-მატჩს ქუთაისში, "ტორპედოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.

გია გეგუჩაძემ შეკრების მეორე ეტაპზე მცირე ცვლილებები მოახდინა: მეკარე ბექა ქურდაძის და ნახევარმცველ ლუკა ზარანდიას ნაცვლად ორ ახალ ფეხბურთელს უხმო.

21-წლამდელებს უკვე შეუერთდნენ ხობის "კოლხეთის" საყრდენი გიგა წურწუმია და "ვიტ ჯორჯიას" შემტევი პაატა ღუდუშაური.

რაც შეეხება იტალიური "ემპოლის" თავდამსხმელ რომან ჭანტურიას, ის ტრავმის გამო დააკლდება ნაკრებს.

მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი);
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე
(ტორპედო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (შუქურა);
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიგა წურწუმია (კოლხეთი ხ), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბერიკა ბარბაქაძე (იმერეთი), ნიკა ქორიძე (ფოლგორე, იტალია);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), პაატა ღუდუშაური (ვიტ ჯორჯია), ლუკა იმნაძე (გურია).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზომა ხარ თუ რაღაცა შენ ქართული ფეხბურთის მტერი ხარ ვის ეუბნები მუშაობთო ესენი მუშაობენ?რაც ესენი მოვიდენ მოგება კი არ ერთი ბურთი ვერ გაიტანეს 17წ 19წ და 21წ სად გავიდნნ რა ქნეს გულზე ვსკდები რა ხდება ტო უკან უნდა მიდიოდენ თუ წინ ვისაც ამათი მუშაობა მოწონს ის ქართული ფეხბურთის მტერიაააააა
ggggg
17 ნოემბერი 2016 14:57
0
usustesi u21 , tu ki odesme gkvolia, u17 da u19 saetod burtsaz ver itanen turnirebze, sakartvelos fexburti ukan da ukan midis.
mate
13 ნოემბერი 2016 23:23
0
მართალია ეროვნულმა ნაკრებმა გაგვაწბილა, მაგრამ ვინც ჩასაფრებული არაა, ვიცით რომ მუშაობთ. გეგუჩაძე ძალიან სამართლიანი კაცი ხარ და ამაში ეხლა უკვე დავრწმუნდი. ვაისის იმედიც მაქვს. მე მჯერა თქვენი!
zoma
13 ნოემბერი 2016 18:55
0
ეს გუნი გავს საქარტველოს ნაკრებს მომცონს გეგუ.ჰანტურია რაგაც სიაფანტობს სულ ტრამვა როგორ უნდა ქონდეს კაცს.
Manoni
13 ნოემბერი 2016 16:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული