ის თბილისში 19-წლამდელთა ტურნირსა და საქართველო-მოლდოვის მატჩებს დაესწრო, მერე კი გაზეთ "ლელოს" შთაბეჭდილებები გაუზიარა:
- 19-წლამდელთა ნაკრებზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- ტრიბუნაზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს ბავშვები ქართულ სტილს დაშორდნენ და დიდი ფეხბურთის სათამაშოდ დიდი შრომა დასჭირდებათ. უმრავლესობის ტექნიკა, ბურთის მიღება და პასი უკეთესის სურვილს მიტოვებდა. მწვრთნელს ამ გუნდთან უმძიმესი სამუშაო
- ეს ნიშანდობლივი მომენტია. ბავშვთა ფეხბურთში მიმართულებები წლების წინ შეიცვალა და ადრინდელივით, ინდივიდუალურად ძლიერ თაობებს მასობრივად ვეღარ ვზრდით...
- 19-წლამდელების მწვრთნელის პრობლემები კარგად მესმის, მას დიდი არჩევანი არ აქვს. სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთის კრიზისი ძალიან გაიწელა და მომავალ თაობათა ზრდის პროცესი ქაოსური გახდა. საბჭოთა სისტემიდან ქართულზე გადასვლა და რეფორმირება აუცილებელია. მცდელობა არის, მაგრამ მეტი რადიკალიზმია საჭირო.
მაგრამ მხოლოდ ცუდის თქმა არ მსურს. ნათესავთან გავჩერდი და დილით სახლიდან რომ გავდიოდი, ბავშვები ფეხბურთით ერთობოდნენ. იმდენნი იყვნენ და იმდენად ლამაზად თამაშობდნენ, მივხვდი, რომ საფეხბურთო ქვეყანაში ვიყავი...
- ჩვენთან ეს ბევრისთვის საკამათო გახდა...
- არ დაიჯეროთ! საქართველო ბევრად უფრო საფეხბურთო ქვეყანააა, ვიდრე უკრაინა. იქ ეზოში ფეხბურთს ამდენი ბავშვი არ თამაშობს და ქართველებივით ნიჭიერებიც არ არიან. მაგრამ მათ ფეხბურთელების გაზრდა იციან, აქ კი ეს დაავიწყდათ.
თუმცა, როგორც გავიგე, საქართველო ესპანელების, გერმანელებისა და ბელგიელების გზას დაადგა - მათ რეფორმირება ერთიანი სისტემის დანერგვით დაიწყეს და შედეგი ამან მოიტანა. მითხრეს, საქართველოშიც იგივე დაიწყესო და ეს უკვე კარგია. მაგრამ ფედერაციის პროგრამას არ ვიცნობ. ჩემი აზრით, უნდა გამოცხადდეს სამოქმედო პროგრამა და კონკრეტული მიზანი - არ ვამბობ, ფიფას რეიტინგის ათეულში მოხვედრაზე ვიფიქროთ-მეთქი, მაგრამ ჩვენი რესურსით 50 საუკეთესოში დამკვიდრება რეალური მგონია.
მიხეილ მეტრეველთან სრულ ინტერვიუს Sportall.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.