19-წლამდელთა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი "ლელოს" განვლილ ტურნირზე ელაპარაკა. მიუხედავად ნეგატიური შედეგისა, ის მიიჩნევს, რომ ეს მატჩები, გამოცდილების დაგროვებისა და სამომავლოდ პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობის მხრივ, გუნდს ძალიან გამოადგება.
"ძნელი სათქმელია, რა დაგვემართა. ორი აზრი არ არის, რომ ძლიერი მეტოქეები გვყავდა, მაგრამ ასეთი ანგარიშებით არ უნდა წაგვეგო. ალბათ, იღბალიც დაგვაკლდა და გამოცდილებაც. თუმცა, ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით და
მისი თქმით, გუნდის მთავარი მიზანი საკუთარი ძალის შეფასება იყო და ყველაფრის მიუხედავად, იმედს არ კარგავს, რომ 2017 წელს თბილისში გასამართავ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდი გაცილებით უკეთ ითამაშებს.
"ეს ოთხთა ტურნირი, უპირველეს ყოვლისა, გუნდის სამომავლო ინტერესს ემსახურებოდა, რათა გამოცდილება მიგვეღო, ტაქტიკა დაგვეხვეწა და შევთამაშებულიყავით. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, დაგვედგინა, რა დონეზე ვართ ამ ეტაპზე, რისი ძალა შეგვწევდა და რომელი ნაკლის გამოსასწორებლად უნდა გვემუშავა.
მომხდარს ფეხბურთელებიც გავაანალიზებთ, მწვრთნელებიც და ამაზე დაყრდნობით ევროპის ჩემპიონატისთვის მოვემზადებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე შედეგზე ორიენტირებულები არ ვიყავით. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატამდე ბევრ ნაკლს გამოვასწორებთ და გულშემატკივარი გაცილებით უკეთეს ნაკრებს იხილავს".
ცნობილია, რომ გუგეშაშვილი პოლონური სუპერლიგის კლუბ "იაგელონიას" მეკარეა, ოღონდ, იქ ჯერ 19-წლამდელებში თამაშობს და იმედოვნებს, რომ მალე ძირითად გუნდში დაწინაურდება:
"საქმეები კარგად ამეწყო, იმედი გამიჩნდა, რომ იანვრიდან თამაშს დავიწყებ და მთავარ გუნდში ვიქნები.
როგორც იცით, ევროკავშირის ქვეყანაში ქართველის, როგორც არაევროკავშირელის, თამაში პრობლემურია. მე კი დამაიმედეს, რომ თამაშის უფლებას მომცემენ და როგორც შეთანხმებულები ვართ, "იაგელონიას" მთავარ გუნდშიც გადამიყვანენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"