ქართველმა ფეხბურთელებმა ფინალური შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ - 1:1 დაამთავრეს. გატანილი გოლი გიორგი წულეისკირის ანგარიშზეა, რომელმაც ლუკა ვარძელაშვილის პასით შეძლო მეტოქის კარის აღება. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ქართველმა ფეხბურთელებმა 2:0 გაიმარჯვეს.
ფინალამდე გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში გოჩა ტყებუჩავას გუნდმა კიევის "დინამო" დაამარცხა
გოჩა ტყებუჩავა: "საინტერესო, კარგად ორგანიზებული ტურნირი იყო. საკმაოდ ძლიერი გუნდები დაგვიპირისპირდნენ, რომლებიც კარგ ფეხბურთს თამაშობდნენ. ეს მატჩები მნიშვნელოვანი მარტო ბავშვებისთვის არ იყო, მწვრთნელებმაც ბევრი რამე დავინახეთ - დისციპლინაში პრობლემები ნამდვილად გვაქვს. რთული მატჩი გამოვიდა კიევის "დინამოსთან", მეტოქე ცოტა უხეშად გვეთამაშა. მთლიანობაში სასიხარულოა, რომ ყველა ბარიერი დავძლიეთ და ჩემპიონები გავხდით.
მუშაობა გაგრძელდება, თუმცა ცუდია, რომ დიდი არჩევანის საშუალება არ გვაქვს. სასურველია და ძალიან კარგი იქნება, რომ ერთ პოზიციაზე 5 ფეხბურთელი გვყავდეს, მაგრამ ახლა რეალურად ზოგიერთ პოზიციაზე ორი მოთამაშეც არ გვყავს. აქვე ერთი თხოვნა მშობლებთან - ნუ ჩაერევიან ჩვენ საქმეში, რადგან ეს პრობლემას პირველ რიგში ბავშვს შეუქმნის.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 27 აპრილს იწყება საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც შვედეთი მასპინძლობს და იქ ჩვენც ვითამაშებთ. ჩამოგითვლით მეტოქეებსაც - "აიკი", "აიაქსი", "ჰიკი", "ჰონკა", "პაოკი", "მილანი" და "ლევერკუზენი".
msy.gov.ge
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი