"სამტრედია" დაჩი ცნობილაძემაც დატოვა

AutoSharing Option
"სამტრედიის" ნახევარმცველი დაჩი ცნობილაძე კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას "საბურთალოს" ოფიციალური საიტი ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელმა თბილისურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"სამტრედიის" გარდა, ცნობილაძეს კარიერის განმავლობაში რუსთავის "მეტალურგში", ბოლნისის "სიონსა" და დედაქალაქურ "ლოკომოტივში" უთამაშია. ასევე იყო 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
დაჩიმ გარდამავალი ჩემპიონატი სკამზე გაატარა და სკამისთვის ცოდოა ჯობია სხვა გუნდში ძირითადში იყოს. და ვინ გითხრად რო სამტრედია დაიცალა? მხოლოდ არაბული დაბრუნდა დინამოი და დიდი ალბათობით ბუდუ სამტრედიაში დარჩება
სმტ
21:13 09-01-2017
0
etkoba legionerebi mohkavs kaladzes seria a-dan, liga aakvt satamasho)))
gigi
19:35 09-01-2017
0

სიახლეები პოპულარული