"სამტრედიაში" 3 ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს: "ზუგდიდის" თავდამსხმელი
გურამ სამუშია, რომელსაც 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია; წალენჯიხის "სქურის" შემტევი ნახევარმცველი
ლუკა გუგუჩია, ვისაც აქამდე "ზუგდიდში", "ზესტაფონში", ქუთაისის "ტორპედოში", ფოთის "კოლხეთში", "ოდიში 1919"-სა და ქობულეთის "შუქურაში" უთამაშია; და მეკარე
ბაჩო მიქავა, რომელიც დეკემბერში თბილისის "ლოკომოტივს" დაემშვიდობა.
საინტერესოა, რომ მიქავა და სამუშია
გია ცეცაძის იმ 19-წლამდელთა ნაკრების წევრები იყვნენ, რომელმაც 2013 წელს ლიტვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ცალკე თემაა რომ ცეცაძის ბრალი იყო 1000%-ით რომ ზამთრის თასზე დინამოსთან დამარცხდა სამტრედია