"სამტრედიამ" მოსამზადებელი გეგმა გამოაქვეყნა: თურქეთამდე "შუქურაა"

AutoSharing Option
"სამტრედიის" ადმინისტრაციამ მოსამზადებელი გეგმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, საიდანაც შევიტყვეთ, რომ კლუბი 18-დან 28 იანვრის ჩათვლით მოსამზადებელ შეკრებას ადგილზე გაივლის. გია ცეცაძის გუნდმა წლეულს პირველი ამხანაგური მატჩი ქობულეთის "შუქურასთან" 29 იანვარს დაგეგმა. ეს მატჩი "ეროსი მანჯგალაძეზე" 13 საათზე დაიწყება.

31 იანვარს გუნდი მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში, კერძოდ, ანტალიაში გააგრძელებს და ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - 2, 6, 10 და 14 თებერვალს. ხოლო საქართველოში ქვეყნის ჩემპიონი 15 თებერვალს დაბრუნდება და სეზონის განახლებისთვის მზადებას ისევ სამტრედიაში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ცეცაძის შეგირდებს 1-ელ მარტს
სუპერთასის მატჩი აქვთ ჩასატარებელი ქუთაისის "ტორპედოსთან".

კლუბის ინფორმაციით, ამჟამად "სამტრედიაში" 21 ფეხბურთელი ემზადება. მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი და ოთარ სტურუა, აგრეთვე, წინა ხაზის მოთამაშეები: გიორგი დათუნაიშვილი, გიული მანჯგალაძე, დავით რაჟამაშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, დავით ჯიქია, თემურ მარკოზაშვილი, გიორგი ახალაძე, აკაკი ნინუა და ზაურ ხაბეიშვილი.

მათ გარდა, "სამტრედიამ" დაადასტურა, რომ ჰყავს ახალწვეულებიც: ლაშა კასრაძე, გიორგი ბერიაშვილი, გურამ სამუშია, დავით ჩაგელიშვილი და მეკარე ბაჩანა მიქავა. ამ 17 მოთამაშეს ცეცაძემ "სამტრედიის" დუბლშემადგენლობის აღზრდილები - გიორგი ბურკაძე და დავით მანჯგალაძეც დაამატა.

კლუბთან ერთად შეკრებას გაივლიან ნიკა სანდოხაძე და დავით მთივლიშვილიც, რომლებთანაც "სამტრედია" თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს. ამავე დროს, კლუბში აცხადებენ, რომ ახალი ფეხბურთელების მოზიდვა გრძელდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს უკვე მომწონს,ჩვენ ჩემპიონატზე კამათობს ხალხი,კობი სწორ გზაზე დგას.
CHEROELI
20:17 24-01-2017
0
რას გადაეკიდეთ ამ ზივზივაძეს Jango და guadua ვალი აქვს თქვენი რაიმე? მიხედავს ეგ ბიჭი როგორმე თავის თავს...რა ბოღმას ანთხევთ? არაფერი გაუკეთებია სამტრედიისთვის? გადაუხადა მადლობა,ჩემპიონობაში შეტანილი თავისი წვლილით..
Jangos da guaduas
19:06 24-01-2017
0

სიახლეები პოპულარული