დინამო (თბ)-ჟილინა 1:1 - ფრე ურიგო არ უნდა იყოს... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამომ" პირველი მატჩი ჩაატარა და სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერ "ჟილინას" დაუზავდა - 1:1. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი თავისი ქვეყნის პირველობაზე უახლოეს მდევარს მთელი 10 ქულით უსწრებს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის დებიუტში "დინამოს" შეეძლო გოლის გატანა - გიორგი თევზაძის მიერ საშუალო მანძილიდან ძლიერად დარტყმული ოდნავ ასცდა სლოვაკთა კარს.

ტაიმის შუაში გუნდებმა ორი სახიფათო მომენტი "გაცვალეს". ჯერ საბა თავაძე აქტიურობდა, მაგრამ მის დარტყმულს ძალა არ დააკლდა, ხოლო შემდეგ ნერმინ ჰასკიჩი აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში, თუმცა "დინამოს" მეკარე სერგეი ლიტოვჩენკომ იყოჩაღა.

მეორე ნახევარში ვიაჩესლავ გროზნიმ რამდენიმე ცვლილება განახორციელა. მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე შევიდა და სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა პენალტი, რომელიც 67-ე წუთზე ზუსტად შეასრულა ბექა მიქელთაძემ და "დინამო" დააწინაურა.

სამ წუთში სლოვაკებმა (ჰასკიჩი) ანგარიში გაათანაბრეს და თამაშის ბოლოსაც უპირატესობა მათ ჰქონდათ, თუმცა ერთი სახიფათო მომენტი "დინამომ" მაინც შეიქმნა - შეცვლაზე შემოსული დავით კობოური კარგად ჩაერთო შეტევაში და მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, ოღონდ ბოლო მომენტში ვეღარ ითამაშა ზუსტად და მცველებმა სიტუაცია განმუხტეს.

ასევე აღსანიშნავია ოთარ კვერნაძის მომენტი მეორე ტაიმის შუაში - ექსტორპედოელი მცველს გასცდა, მაგრამ სულ მცირედი დააკლდა საბოლოო მიზნამდე.

მოკლედ, თამაში 1:1 მორჩა და თუ გავითვალისწინებთ, რომ "დინამოს" აკლდნენ საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები, გროზნის გუნდისთვის შედეგი ურიგო ნამდვილად არ არის.

დინამო: ლიტოვჩენკო, ლოჩოშვილი, თოთაძე, ჩადუნელი, სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი (გარკვეულ მოსაზრებათა გამო "დინამო", ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს ამ ფეხბურთელის ვინაობას), ქარდავა, თევზაძე, თავაძე, ზარია, მიქელთაძე, კვერნაძე; მეორე ტაიმში შევიდნენ: ჩაკვეტაძე, კუცია, კობოური, ნინუა.
ჟილინა (სასტარტო): ვოლეშაკი, დიასი, ხლოხოვსკი, ერერა, ჰასკიჩი, შკვარკა, ლეტიჩი, კრალიკი, კაშა, იანკაუსკასი, კაჩერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგად დამალონ სინჯებზე მკოფი ფეგბურთელი, ეტყობა ეგეც არაფრის მაქნისია ? ფუიიი ფიფიავ დააანებე დინამოს თავი და გაყიდეეეე..... სირცხვილია .........................
dato rusTaveli
17:26 26-01-2017
0
ამ საიტს ტექნიკური პერსონალი არა ჰყავს?
ამ დედააფეთქევულ ვიდეო პლეერს რატომ აქვს ხმა თავიდანვე ბოლომდე აწეული?არ შეიძლება რომ ის იყოს შუაზე ან ნაკლებზე? რომ გადარეულივით არ ღრიალებდეს? ამის გარდა ის არ იმახსოვრებს მომხმარებლის არჩეულ პოზიციას,პაუზა რომ დააჭიროთ ვიდეოს ყურებისას და მერე აუშვათ მაშინვე მთელი ხმით იწყებს ღრიალს.ასე უმსგავსო როგორ შეიძლება იყოს ეს საიტი?ნუთუ არავის არ გაწუხებთ მისი ხარისხი და დონე?
გაასწორეთ ეს ვიდეო პლეერი სამარცხვინოა.
QWERTY
16:42 26-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული