"ჩიხურამ" თურქული შეკრება გერმანული "08 ჰომბურგის" დამარცხებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე მყოფმა "ჩიხურამ" ბელეკში პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. სოსო ფრუიძის გუნდს გერმანიის რანგით მეოთხე ლიგის ბინადარი "08 ჰომბურგი" დაუპირისპირდა.

საჩხერული კლუბის პრესატაშის, თორნიკე შალამბერიძის თქმით, მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გიორგი გაბედავამ გაიტანა.

"ჩიხურამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჰამზიჩი, კაშია, მირცხულავა, კაკუბავა, ჭელიძე, დობროვოლსკი, გორგიაშვილი, მუმლაძე, დეკანოიძე, ტატანაშვილი, გელაშვილი; მეორე ტაიმი: კორიფაძე, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, ჭელიძე, გორგიაშვილი, ივანიშვილი, სარდალიშვილი, გელაშვილი, გაბედავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული