ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
წყალტუბოში, "26 მაისის" სტადიონზე, საქართველოს თასის მფლობელმა ქუთაისის "ტორპედომ" იქაურ "სამგურალთან" ისპარინგა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელ გუნდს კაპიტნობდა გია ნერგაძე, რომელიც წლების წინათ ანალოგიურ ფუნქციას "ტორპედოშიც" ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ნაკრებში 4 ტორპედოელი გამოიძახეს - როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე, ოლეგ მამასახლისი, ბექა ტუღუში, რომლებიც ამ სპარინგში გუნდს ვერ ეხმარებოდნენ. გუნდში "სამტრედიის" მეკარე კახა მეშველიანი გამოჩნდა, მაგრამ ჯერ უცნობია, მასთან კონტრაქტი გაფორმებულია თუ არა...

კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა თამაში კარგად დაიწყეს და ნიკა საბანაძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მერე გაგა ჩხეტიანისა და
ლევან ყიფიანისგან
ორი გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ.

ტორპედო: ქვილითაია, ტაბატაძე, ადამაძე, გაგოშიძე, მახათაძე, ბაბუნაშვილი, ჯანელიძე (35. ბერძენაძე), გიგაური, დოლიძე, მანაგაძე, საბანაძე; მეორე ტაიმი: მეშველიანი, ჭიჭინაძე, გურული, წიქარიშვილი, ქუთათელაძე (70. ბერძენაძე), ფურცხვანიძე, მახარობლიძე, ნ. კვასხვაძე, გ. კუხიანიძე, ქვარიანი (77. ს. კუხიანიძე), კაპანაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
წელს პრო-2 პრო-1-ზე მაგარი იქნება
CHEROELI
18:01 26-01-2017
0
კი მაგრამ ,ამ თამაშში ხომ გაიტანა ბურთი ტორპედომ?
ჰოდა სადაა ის სიმღერა მერე ამ ვიდეო მიმოხილვაზე - ქუთათურ მზეს ვფიცავთ გავიტანთ გოლსო? გოლი არის და სიმღერა კი არ არის... ძალიან ცუდია ეს, ძალიან ცუდი...
QWERTY
19:43 26-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული