"ზუგდიდი": თამაშებიც და მზადებაც

AutoSharing Option
წინა სეზონში განცდილი მარცხის შემდეგ "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. ახალი საფეხბურთო სეზონისთვის გუნდმა მომზადება ერთი კვირის წინ დაიწყო.

მთავარი მწვრთნელის, ბესიკ შეროზიას განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი კადრია და უმეტესობა - 19-წლამდელთა გუნდში მოთამაშეები. თუმცა არიან უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილების მქონენიც: აკაკი ფარჯიკია, ნიკა ქირია, დათა ქირია, ვახტანგ ჯომიდავა, გიორგი ხუბუა, დათა ქირია, დიმიტრი თუთბერიძე, ნიკა ნარმანია, ლაშა კუკავა, ცოტნე სამუშია, ნიკა ლაშხია, ირაკლი ეხვაია, გიორგი ბულია - ისინი ადგილობრივები არიან.

რამდენიმე დღის წინ გუნდს აკაკი წყაროზიაც შეუერთდა, რომელმაც
გასული სეზონი მარტვილის "მერანში" გაატარა.

ცოტა ხანში გუნდს ზურაბ მალანიაც შეუერთდება. ეს ბიჭიც ზუგდიდელია, თუმცა, ბოლო სეზონი ქობულეთის "შუქურაში" გაატარა. მალანიას მცირე ტრავმები აწუხებს და ვარჯიშს რამდენიმე დღეში განაახლებს.

"ზუგდიდის" პრესატაშის, ლაშა გოგილავას თქმით, ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბება არ დასრულებულა.

ბესიკ შეროზიამ გუნდი ყვითელ-მწვანეებად დაყო და ერთკვირიან ციკლში მეორე ორმხრივი ტესტმატჩი გამართა.

მწვანეები: ჯომიდავა, გაბედავა, ფიფია, ძაძუა, რუხაია, დ. ქირია, სამუშია, ხუბუა, ლაშხია, ჯიგანია, ბულია;
ყვითლები: ეხვაია, ხასაია, ნარმანია, გ. მალანია, აკობია, ჟვანია, წყაროზია, თუთბერიძე, ნ.ქირია, ფარჯიკია, კუკავა;
შეცვლაზე: საბეკია, ქანთარია, გოგია, გოგალაძე, რატია, ბაღიშვილი, ჩანგელია, ლეჟავა, ხაფავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
შეროზია გაჭირვების ტალკვესი კიარა ძალიან კარგად ახსოვთ ზუგდიდელებს როგორ ყიდულობდნენ თამაშებს პირველ ლიგაში და რას აკეთებდნენ.ბადრი თუთბერიძის დროს ოდიში მეექვსე ადგილის ქვემოთ არ ჩამოსულა გუნდი.და მაშინ ძალიან მაღალი დონეც იყო ეროვნულ ჩემპიონატზე.
გოგა
14:31 27-01-2017
0
შეროზია არი გაჭირვების ტალკვესი, რამდენჯერ უნდა გადმოიყვანოს ზუგდიდის გუნდი 1ლიგიდან უმაღლესში:) შავ სამუშაოს შესრულებინებენ და მერე მოხსნიან:) მგონი შეროზია იდეალური ლანდოდატურაა. წაატებები...
ლევან
01:55 27-01-2017
0

სიახლეები პოპულარული