შარშანდელის მსგავსად, გუნდი მოულოდნელი ტრანსფერებით ისევ გვაოცებს. სიახლეები "შევარდენი 1906"-ის დამფუძნებელმა დიმიტრი ბარათაშვილმა გვითხრა.
"გუნდში საკადრო ცვლილებები მოხდა და რამდენიმე საინტერესო მოთამაშე დავიმატეთ: მიმდინარე სეზონში ჩვენს კარს გამოცდილი ბექა შეყრილაძე დაიცავს, რომელსაც უმაღლეს ლიგაში უთამაშია.
მის გარდა, "საბურთალოდან" გიორგი ჩოჩიშვილი დავიმატეთ, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია და "საბურთალოს" განაცხადში იყო - ის ჩვენთან
ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა, რომ ჩვენთან თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი, გამოცდილი ალეკო გოგობერიშვილი ითამაშებს. გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მწვრთნელი რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება და უახლოეს პერიოდში გადაწყდება, გახდებიან თუ არა ისინი "შევარდენის" წევრები", - ამბობს ბარათაშვილი.
მისი თქმით, მოსამზადებელი პროცესის მესამე ეტაპს კლუბის ხელმძღვანელობა მაღალ დონზე გეგმავს:
"კარგი მომზადება წარმატებული გამოსვლის წინაპირობაა. ამიტომ გვსურს, რომ გუნდი კარგ პირობებში მოემზადოს. ამასთან დაკავშირებული ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. აქვე გეტყვით, რომ ახალი სეზონიდან, შესაძლოა, "ბენდელას" სტადიონზე ვითამაშოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"