გიორგი გველესიანი თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი დაუბრუნდა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, გააფორმა წელიწადნახევრიანი კონტრაქტი და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება.

25 წლის გველესიანი, რომელიც თბილისის "დინამოს" აღზრდილია, ამ გუნდის ღირსებას 2016 წლის ზაფხულამდე იცავდა. "დინამოს" მაისურით მან 65 შეხვედრა ჩაატარა, გარკვეული დროით კი იჯარით ცხინვალის "სპარტაკშიც" თამაშობდა.

გველესიანი გასულ ზაფხულს, მშობლიურ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, უკრაინაში ცდილობდა დამკვიდრებას, თუმცა ლუცკის "ვოლინსა" და ლვოვის "კარპატიში" სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტრავმა მიიღო ზაფხულში და გაუცდა დიდი დრო
ლუკა
15:50 29-01-2017
0
6 tve iara da gundi ver naxa, aba ragas ushvebdnen?
gigi
01:11 29-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული