25 წლის გველესიანი, რომელიც თბილისის "დინამოს" აღზრდილია, ამ გუნდის ღირსებას 2016 წლის ზაფხულამდე იცავდა. "დინამოს" მაისურით მან 65 შეხვედრა ჩაატარა, გარკვეული დროით კი იჯარით ცხინვალის "სპარტაკშიც" თამაშობდა.
გველესიანი გასულ ზაფხულს, მშობლიურ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, უკრაინაში ცდილობდა დამკვიდრებას, თუმცა ლუცკის "ვოლინსა" და ლვოვის "კარპატიში" სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ დარჩა.