29 წლის კახელიშვილი თავდამსხმელია და ბოლოს "ცხინვალში" თამაშობდა. ფოფხაძე კი მცველი გახლავთ და გარდამავალ ჩემპიონატში ბოლნისის "სიონის" ერთ-ერთი ლიდერი იყო.
"შევარდენი 1906" ქართულ ფეხბურთს პირველივე სეზონში ომახიანად დაუბრუნდა. ახალგაზრდების, დიმიტრი ბარათაშვილისა და გეგი კიკაბიძის მიერ შეკრებილმა გუნდმა 2016 წელი წარმატებით დაასრულა - მეორე ლიგის G ჯგუფში ჩემპიონი გახდა და ეროვნულ ლიგა 1-ში თამაშის უფლება მოიპოვა. ამას საბა თავაძის თბილისის "დინამოში"
შეგახსენებთ, რომ კახელიშვილისა და ფოფხაძის აყვანამდე "შევარდენში" დავით ოდიკაძე, ლაშა ჭელიძე, ვაჟა ნემსაძე, ალეკო ადამია, ილია კერძევაძე, ბექა მუმლაძე და ნიკა მაისურაძე დაიმატეს.
დეკემბერში, თბილისელთა აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანმა გია ნემსაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა, ხოლო "შევარდენში" მის შემცვლელად "საბურთალოდან" გიორგი ჭელიძე მიიწვიეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"