ქუთაისის "ტორპედო": აღიარება და დავით ხურცილავას ერთი წელი

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" საინტერესო ამბავი გაასაჯაროვა: ეროვნული ბიზნესრეიტინგების კავშირმა, 2014-16 წლების შედეგების მიხედვით, სპორტის სფეროში სახელმწიფო საწარმოებს შორის "ოქროს რეიტინგი" გამოაქვეყნა.

ფინანსურ-სამეურნეო კრიტერიუმით კავშირმა "ტორპედოს" იმერეთისა და ქვეყნის მასშტაბით პირველი ადგილი მიაკუთვნა...

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ ქუთაისელებმა ახალწვეულ დავით ხურცილავასთან კონტრაქტი გააფორმეს. ამრიგად, 28 წლის ფეხბურთელი 11-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ტორპედოელი გახდა. ხელშეკრულება ერთწლიანია.

თავის დროზე, ხურცილავას დებიუტი მშობლიური ქალაქის გუნდში შედგა. "მართვეს" საფეხბურთო სკოლაში აღზრდილი "ტორპედოში" 17 წლისა ჩაირიცხა და მისი ფორმა 26 მატჩში მოირგო, მერე კი "ნორჩ დინამოში", "ჩიხურაში",
"ვიტ ჯორჯიაში", გორის "დილას" საჩემპიონო შემადგენლობასა და ბოლნისის "სიონში" ითამაშა.

მზადების პარალელურად, ქუთაისელები საკონტროლო შეხვედრებს ატარებენ, ოღონდ ეგ არის, რომ კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებს მორიგი სპარინგი თოვლმა ჩაუშალა - დღეს "ტორპედოს" საკუთარ ბაზაზე "სამგურალთან" უნდა ეთამაშა, მაგრამ მოედანი დათოვლილია და თამაში არ შედგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ოქროს რეიტინგი "sheuvarda" ზურია ცაკვეტაზეს gaarkviet rodis gamodis gundi auqcionze jurnalistebma mainc, admin ar dabloko gtxoov
0
ჩინოვნიკებისთვის ყველა დაბალი ღობე ვართ არტურ!
გოგი ქუთაისელი
16:19 01-02-2017
0

სიახლეები პოპულარული