საჩხერული კლუბის პრესსამსახურის ცნობით, პირველ ტაიმში "ჩიხურა" დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელა, თუმცა სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა ამით შედეგი ვერ მოიმკეს.
სამაგიეროდ, მეორე ნახევარში უკეთ ითამაშეს უნგრელებმა და ჯერ ზოლტან ჰორვატმა, ხოლო შემდეგ 36 წლის პეტარ რაიცმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ჩიხურა: სეფიაშვილი, გრიგალაშვილი, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, ჭელიძე, კორიფაძე, ივანიშვილი, სარდალიშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი; შეცვლაზე: ქავთარაძე, მირცხულავა, დობროვოლსკი, ლექვთაძე, დეკანოიძე, გელაშვილი, მუმლაძე.
(იბეჭდება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"