გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები რუსეთის პირველი ლიგის გუნდთან კაპიტან გიორგი ხარაიშვილის პენალტით (ვაგნერ გონსალვეშის წაქცევის გამო), პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმში აქაც მეტოქემ იძალა და ჯერ ევგენი ჩებოტარუმ გაათანაბრა პენალტითვე ანგარიში, ხოლო შემდეგ მაქსიმ ანდრეევმა გაიტანა მატჩის უკანასკნელი გოლი - 1:2.
საბურთალო: კუპატაძე, სოფრომაძე, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, ვაგნერი, შინდაგორიძე, ფანცულაია; მეორე ტაიმი: ნასყიდაშვილი, ხუბაშვილი, ნადარაია, მალი, ნიკოლაშვილი, ქოჩორაშვილი, ბაკურაძე, იმნაძე, გვარაძე, იაშვილი, ჩოგაძე.
3 თებერვალს "საბურთალო" თბილისში დაბრუნდება და მზადებას ადგილზე გააგრძელებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"