ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე საქართველოს ჩემპიონის ახალწვეულმა გურამ სამუშიამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიის" კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მიროსლავ ბუდინოვის დარტყმული მეკარე ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია და მეტოქეს წონასწორობის აღდგენის შანსი არ მისცა.
საინტერესოა, რომ ბულგარელებმა მანამდე საკონტროლო შეხვედრებში პოლტავის "ვორსკლას" 5:1 მოუგეს, ხოლო "ორენბურგსა" და "კრასნოდართან" წააგეს,
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, სუხომლინოვი, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, ბერიაშვილი, ჩაგელიშვილი, სამუშია; შეცვლაზე შევიდნენ: ჯიქია, ცაგარელი, ბურკაძე, დოლიძე, მარკოზაშვილი, მანჯგალაძე, ხაბეიშვილი, ახალაძე.
საქართველოს ჩემპიონი თურქეთში კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 6 თებერვალს - ჯერაც დაუდგენელ მეტოქესთან, 10-ში - ლიტვის ჩემპიონ ვილნიუსის "ჟალგირისთან", ხოლო 14-ში - უკრაინის პრემიერლიგის მეოთხეადგილოსან "ოლექსანდრიასთან".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"