ბათუმის "დინამოში" "პალმეირასის" აღზრდილი 20 წლის ბრაზილიელი ისინჯება

AutoSharing Option
შესაძლოა, უმაღლეს ლიგაში ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოჩნდეს. ბათუმის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, კლუბში სინჯებზე იმყოფება ფლამარიონ ჟევინიო ფილიო - 20 წლის ფლანგის თავდამსხმელი, რომელიც ცნობილი ბრაზილიური კლუბის, "პალმეირასის" აღზრდილია და ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდშიც თამაშობდა.

...ბოლოს, სამხრეთამერიკელი შემტევი ჩერნოგორიულ "ლოვჩენში" ირიცხებოდა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა: ოთხჯერ უმაღლეს ლიგაში, სამჯერაც ქვეყნის თასზე, პირველი წრის დიდი ნაწილი კი გაუცდა.

დარჩება თუ არა ბრაზილიელი "დინამოში", ამის შესახებ გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი უახლოეს დღეებში მიიღებს.

ამასობაში, ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე დაგეგმილი მატჩების განრიგი გამოაქვეყნა. 12
თებერვალს ზღვისპირელები უკრაინის პერშა ლიგის ბინადარ ჩერკასის "დნიპროს" შეხვდებიან, 15 თებერვალს - ყაზახეთის პრემიერლიგელ "აკჟაიკს", 17-ში - უზბეკურ "ოლმალიკს" (ესეც უმაღლესი ლიგის წამომადგენელია), 20-ში ისევ ყარაღანდის (ყაზახეთი) "შახტიორს", ხოლო შეკრებას 22 თებერვალს, ევროპის ლიგის მონაწილე ლუგანსკის "ზორიასთან" სპარინგით დაასრულებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მერე კარტოზიას სძინავს?
gaguuu
17:43 06-02-2017
0
დილამ 3 ბრაზილიელს უკვე გაუფორმა კონტრაკტი.
dila
15:26 06-02-2017
0

სიახლეები პოპულარული