ვიაჩესლავ გროზნი: თბილისის "დინამომ" ჩემი წასვლის შესახებ გამოაცხადა? არაფერი ვიცი

AutoSharing Option
შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს საიტი sportsdaily.ru, რომლის თანახმად, ვიაჩესლავ გროზნიმ არაფერი იცის თბილისის "დინამოსთან" მისი განშორების შესახებ.

- ვიაჩესლავ გროზნი თბილისის "დინამოს" აღარ გაწვრთნის

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის მიერ გავრცელდა განცხადება, რომ თურქულ შეკრებაზე მყოფი გუნდი მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ ოჯახური მიზეზების გამო დატოვა და ის "დინამოში" მუშაობას აღარ გააგრძელებს.

60 წლის უკრაინელ სპეციალისტს "Спорт День за Днем"-ის ჟურნალისტი "დინამოს" განცხადების შემდეგ ესაუბრა.

"თბილისის "დინამომ" ჩემი წასვლის შესახებ გამოაცხადა? არაფერი ვიცი. ოფიციალურად? გმადლობთ, გავარკვევ", - უთხრა გროზნიმ ჟურნალისტს.

უკრაინელი სპეციალისტი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა. მას კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
იქნებ გაგვარკვიოს ვიმემ რა ხდება დინამოში? წავიდა თუ გაუშვეს?
mumu
14:58 13-02-2017
0
რომელი ცრუობს?რას ტაკიმასხარაობენ!!!!
სოსო
15:07 13-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული