თბილისის "დინამო" და კახა კაჭარავა სიტყვიერად შეთანხმდნენ

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ თბილისის "დინამოს" კახა კაჭარავა გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს თავად კაჭარავამაც დაუდასტურა. 50 წლის სპეციალისტი დღეს, 13 თებერვალს, თბილისური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და მართალია, კონტრაქტი არ გაფორმებულა, თუმცა მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ.

"შევხვდი კლუბის ხელმძღვანელობას და სიტყვიერი შეთანხმება შედგა. ხვალ უკვე "დინამოს" თურქეთში შევუერთდები, დანარჩენს კი, მათ შორის კონტრაქტის პირობებს, მოგვიანებით თავად კლუბი გაგაცნობთ", - გვითხრა კაჭარავამ.

კაჭარავა "დინამოს" 2006 და 2009-11 წლებში წვრთნიდა. ამის მერე მან "ზესტაფონსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში იმუშავა. 50 წლის სპეციალისტის ბოლო კლუბი კი
"ცხინვალია", სადაც ის 2013 წელს მივიდა.

შეგახსენებთ, რომ ოჯახური პრობლემების გამო უკრაინელმა სპეციალისტმა ვიაჩესლავ გროზნიმ თბილისის "დინამო" დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რას ჰგავს ეს,ზოგიერთი ცხვირსახოცებს უფრო იშვიათად იცვლის,ვიდრე დინამო მწვრთნელებს.ეს უკვე სასაცილო იქნებოდა დინამოს და ზოგადად ქართულ გუნდს რომ არ შეეხებოდეს.მწვრთნელის გამოცვლას,მრჩეველების გამოცვლა გირჩევნოდეთ.მუდმივ რევოლუციას,საუკეთესოზე უარესი,მაგრამ სტაბილური მდგომარეობა სჯობს,თორემ რამდენი წელია დინამო სულ იცვლება და სულ უარესი ხდება.თუნდაც საშუალო მწვრთნელი იყოს დააცადეთ 2 წელი მაინც,რომ გუნდი დააყენოს.
სოსო
20:24 13-02-2017
0
წრეზე დადიან : )
შაკო
20:24 13-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული