"სამტრედიამ" თურქული შეკრება ჭანტურიშვილის "ოლეკსანდრიასთან" მარცხით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე "სამტრედიამ" ბოლო, მეოთხე საკონტროლო შეხვედრა უკრაინულ "ოლეკსანდრიასთან" ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. ამ მატჩით საქართველოს ჩემპიონმა თურქული შეკრება დაასრულა და სეზონის განახლებისთვის უკვე სამშობლოში მოემზადება.

"ოლეკსანდრიასთან" მატჩში კი გია ცეცაძის გუნდმა გოლი მატჩის მიწურულს, საჯარიმოდან გაუშვა. უკრაინელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა პოტენციურმა ახალწვეულმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "სამტრედიამ" მოსამზადებელ ეტაპზე მანამდე ბულგარული "დუნავი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ვილნიუსის "ჟალგირისს" 2:1 მოუგო, ხოლო ლვოვის "კარპატისთან" 0:2 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
kargia rom dziritadi birtvi shenarchunda da welsac kargi gundi eyoleba samtredias.es am shekrebazec gamochnda tu rogr tolsworad etamasha ukrainul premier ligis gundebtan
romandro
22:55 15-02-2017
0
აერია ცეცას კლუბი შერგელაშვილის არყოფნით,ასევე იგრძნობა არაბულის არყოფნა.ზივზივაძის არყოფნა ნამდვილად არ იგრძნობა და ალბათ სწორი ქნა რომ წავიდა.
Jango
17:22 15-02-2017
0

სიახლეები პოპულარული