ქუთაისური გაკვეთილი - "ტორპედომ" მოსკოვის "დინამოს" სპარინგი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე მესამე საკონტროლო მატჩი მოსკოვის "დინამოსთან" გამართა. ამ სპარინგამდე "ტორპედოს" ექვსკაციან ლაზარეთს კიდევ 3 ფეხბურთელი დაემატა და რუსებთან ვერ ითამაშეს ბექა ტუღუშმა, მაქსიმე ქვილითაიამ და ტრავმირებულმა ნიკა კვასხვაძემ.

ფაქტობრივად, სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 15 მოთამაშე დარჩა. როინ კვასხვაძე ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, მაგრამ მაინც გუნდთან ერთად იყო. ეროვნული ნაკრების მეკარის თამაშში ჩართვას მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში აპირებდნენ. ცხადია, ასეთ ვითარებაში კახა ჩხეტიანმა ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ მოუყარა თავი.

რაც შეეხება მოსკოვის "დინამოს", მიუხედავად იმისა, რომ ახლა რუსეთის ქვედა დივიზიონში ასპარეზობს,
გუნდში მაინც ბევრი ცნობილი ფეხბურთელია.

ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მოსკოვის "დინამოს" ტერიტორიული უპირატესობა მხოლოდ დასაწყისში ჰქონდა, მაგრამ ტორპედოელებმა მეტოქის თამაშს ალღო აუღეს და ინიციატივა თავად იგდეს ხელთ.

მე-16 წუთზე მოსკოველები აშკარა გოლს გადაურჩნენ, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან ბიძინა მახარობლიძის დარტყმული ბურთი ხარიხამ აისხლიტა. მაგრამ ზუსტად 10 წუთში "ტორპედოს" იღბალმა აღარ უმტყუნა - თორნიკე კაპანაძემ "დინამოს" ნახევარმცველს ბურთი აართვა, ცრუ მოძრაობით გასცდა და კარში დაარტყა, ასხლეტილი ბურთისკენ კი გიორგი ქიმაძე გავარდა, მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა და ქუთაისელები დააწინაურა - 1:0.

შესვენების შემდეგ ტორპედოელებს ანგარიშის გაზრდის ორი შანსი ჰქონდათ და ორივე - კაპანაძეს. თუმცა პირველ შემთხვევაში მან ხარიხას გადააცილა, მეორედ კი მეკარეს ვერ აჯობა. მოსკოველები ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ და ერთ ეპიზოდში კარგად ითამაშა მცველმა დავით ხურცილავამ, რომელმაც თავგანწირვის ხარჯზე "ტორპედოს" კართან დაძაბულობა განმუხტა.

ანგარიში თამაშის ბოლომდე არ შეცვლილა. ჩხეტიანის შეგირდებმა 1:0 გაიმარჯვეს.

რა თქმა უნდა, ამხანაგურ მატჩში გამარჯვების მნიშვნელობა არ უნდა გავაბუქოთ, სეზონის დაწყებამდე ასეთი გამარჯვებები, სულ ცოტა, გუნდის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას ემსახურება.

"დისციპლინირებულმა მეტოქემ თავდადებული ბრძოლის კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა, ჩვენი ფეხბურთელებისგან სწორედ ამას ვითხოვ. "ტორპედოს" ორი თამაში გვქონდა ნანახი და ვიცოდით, რომ იოლი მატჩი არ გველოდა. ასეც მოხდა. ქართულ გუნდზე საუკეთესო შთაბეჭდილება დამრჩა. "ტორპედოს" წარმატებებს ვუსურვებ", - ეს კომენტარი ქუთაისელთა პრესსამსახურთან მოსკოვის "დინამოს" თავკაცმა, ახლო წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა იური კალიტვინცევმა გააკეთა.

ტორპედო: მეშველიანი, ხურცილავა, ტაბატაძე, გურული, ქიმაძე, გიგაური, კუხიანიძე, დოლიძე (64. საბანაძე), ბაბუნაშვილი (46. მამასახლისი), მახარობლიძე, კაპანაძე (79. ფურცხვანიძე).
დინამო: ლეშჩუკი, უილკშირი, დიაკოვი, ბელორუკოვი, კალუგინი, სოსნინი, სარამუტინი (78. მენდელი), ტაშაევი (46. ა. ტერეხოვი), კუზმინი (46. ობოლსკი), მარკელოვი (64. ტემნიკოვი), პოგრებნიაკი.

ბოლო საკონტროლო მატჩს ქუთაისელები 20 თებერვალს, რუსული პრემიერლიგის ბოლოადგილოსან ტომსკის "ტომთან" ჩაატარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მადლობა ტორპედოს!
გოგი ქუთაისელი
16 თებერვალი 2017 18:13
0
mag meore ligas tqven yurshi rom urtyamt icit dinamo moskovis wliuri biuketi 30 milionamde rom aqvs, da chven 2 milioni :)) mag gunds vtb banki apinansebs da 22 milionis girebulebis pexburtelebi tamashoben mand nu ibogmebit zogi izaxis me 4 shemadgenlobit iyvneno araferic dziritadi yavda dinamos piriqit chven gvaklda naxevari gundi bogmianebo sircxvilixart L(( !!!
nu xart daunaxavi arasworebi !!!
16 თებერვალი 2017 15:59
0
გელას-ს შედი ამ ლინკზე http://www.flashscore.com/soccer/russia/division-1/ და ნახავ რადონეზეა გაბანძებული მაგ დინამო მოსკოვი,,,მე არავამბობ რო მაგარი გუნდია და რამე პროსტო არც ისე ა საქმე ფარერაც შენ ამბობ ,,,მაგ დინამო იყო ჩამოსული შარშან თუ შარშანწინ დინამო თბილის რო ეთამაშა და რო ათრია ასე რო ბოღმითაც ნუ დაიღჩობი ,,,
qutaiseli
16 თებერვალი 2017 15:45
0
გუნდს რომელსაც 50 ათჯერ მეტი ბიუჯეტი აქ ბანძი ნამდვილად არარის ბანძი უფრო სხვა ვინმე გამოდის ამ შემთხვევაში და კიდე დინამო მოსკოვი რუსეთის პირველ ლიგაში კია მარა რომელი ქართული გუნდია მისი მომგები საქმე საქმე რო დადგეს უეჭველი.თან ლიდერია პირველ ლიგაში და უეჭველი გადავა.ეგეთი სოფლის გუნდი ნეტა ყველა იყოს საქართველოში ეგ კიარა დინამოს მძლეველ აზერბაიჯანულ გუნდებსაც გაიგდებს ბურთის ქვეშ თუ დაჭირდა.არ წამოარტყენ ასე ადვილად ხელი რუსეთის პირველი ლიგის ლიდერს ხელი ფარჩაკი ვოლინი და დნეპრო არეგონოს ვინმეს მოსკოვის დინამო ოეე ოცდაათ მილიონამდე ბიუჯეტიაქ და ზოგიერთი ფეხბურთელის ხელფასი ორი მილიონიც კია წლიური.
qutaiseli
16 თებერვალი 2017 15:25
0
ქუთაისური გაკვეთილი არა და ფეხბურთის ლექცია კარგით რააა!
qar
16 თებერვალი 2017 15:22
0
hxeto magari xar.sastaulmoqmedi.magrad daqoqa bihebi ra suli htabera aseti.am gundis gamherebeli saqartvelohi aravinaa.
torbedos xana ickeba mercmunet.es realobaa.
TAMAZIKO
16 თებერვალი 2017 14:59
0
dinamos mougo tore egec ar myavdes exla umaglesi ligis gundii... meore ligashiaaa
petre
16 თებერვალი 2017 14:45
0
gabandzebul meore ligis dinamo moskovs mougooo... ra ar unda moegooo????? didi sambit ro wert aq gakvirvebuliiii moskovis dinamos mougovo....tu radgan moskovis dinamoaaa egre tbilisis dinamoc ari .magram soplis gundebi ugebs
gelaa
16 თებერვალი 2017 14:43
0
ყოჩაღ ტორპედო, ძალიან გამიხარდა, ამ გუნდს შორეული 60-იანი წლებიდან ვერ ვიტან. და თუ მე-2 ლიგაშია კარგი ადგილი მიუჩენიათ მისთვის. ტორპედოელებს კი დიდი მადლობა კაცური თამაშისა და გამარჯვებისთვის
gizog
16 თებერვალი 2017 14:41
0
ყოჩაღ ტორპედო, ძალიან გამიხარდა, ამ გუნდს შორეული 60-იანი წლებიდან ვერ ვიტან. და თუ მე-2 ლიგაშია კარგი ადგილი მიუჩენიათ მისთვის. ტორპედოელებს კი დიდი მადლობა კაცური თამაშისა და გამარჯვებისთვის
gizog
16 თებერვალი 2017 14:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული