17:55 17-02-2017
თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე დონეცკის "ოლიმპიკიც" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
დონეცკელთა კარს ამ მატჩში ზაურ მახარაძე იცავდა, გუნდის დაცვაში კი საქართველოს ნაკრების კანდიდატი თემურ ფარცვანია 71-ე წუთამდე თამაშობდა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მატჩის 29-ე წუთზე ჩხუბისთვის ლაშა თოთაძე და მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გააძევა.
შეგახსენებთ, რომ ეს დინამოელების მეორე გამარჯვებაა თურქულ შეკრებაზე. პირველ მატჩში "დინამომ" ლუცკის "ვოლინს" ანგარიშით 4:0 სძლია.
შემდეგ მატჩს ქართული გუნდი 21 თებერვალს ბელორუსულ ბატე-სთან გამართავს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო გვილია იცავს.
ამხანაგური მატჩი
დინამო-ოლიმპიკი 1:0
გოლი: 1:0 მიქელთაძე (50)
გაძევება: თოთაძე (29), ემერსონი (29)
დინამო: ბეგაშვილი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე, ლუკიჩი, ქარდავა, ნინუა, ჩაკვეტაძე, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, კვერნაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ჩადუნელი, გველესიანი, ზარია, ლოჩოშვილი, არაბული, მესხი, თავაძე.
ოლიმპიკი: მახარაძე, ნემჩანიკოვი, ემერსონი, გრიშკო, ფარცვანია, ციმბალიუკი, ბოგდანოვი, ბრიკნერი, გრინი, მოხა, სერგეიჩუკი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძალიან საინტერესოა რა შემადგენლობას ეთამაშნენ, თუ ყველა ამ გუნდებიდან ნახევარი მაინც იყო ძირითადის ხალხი მაშინ ძალიან სასიხარულო და კარგი სტატისტიკაა, მგონი ჯერ არ წაგვიგია ხო ?
0
0
მიდით ბიჭებო, კარგად უნდა შეთამაშდეთ ეხლა. წელს დინამომ ჩემპიონობა უნდა დაიბრუნოს
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული