საჩხერის "ჩიხურა": პლუს ლევან გეგეჭკორი და ნიკა გელაშვილი

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" 15 თებერვალს თურქეთში ბოლო საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და სეზონისთვის მზადებას სამშობლოში აგრძელებს. 20 თებერვალს განახლებული შემადგენლობა შეიკრიბა და მორიგი ვარჯიში ჩაატარა.

"ლელოს" ინფორმაცია, რომ გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული ეყოლებოდა, კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა - რუსული პრემიერლიგის "ორენბურგიდან" წამოსული ლევან გეგეჭკორი სწორედ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონს გააძლიერებს. კონტრაქტი ერთწლიანია.

ამას გარდა, "ჩიხურას" წინადადებას დათანხმდა ნიკა გელაშვილიც. გეგეჭკორის მსგავსად, ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები 31 წლის თავდამსხმელიც სოსო ფრუიძის გუნდში უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს. თელავის "კახეთის", "ზესტაფონის", თბილისის "დინამოსა" და "დილას" შემდეგ გელაშვილისთვის "ჩიხურა"
მე-5 ქართული კლუბია. ისედაც მოღონიერებული იმერული კლუბი ამ ორი ტრანსფერით კიდევ უფრო გაძლიერდება.

ფრუიძის შეგირდები ამხანაგურ მატჩებს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდეც გამართავენ, ხოლო თუ ვისთან და როდის, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გელაშვილს ვიტ ჯორჯიაში არ უთამაშია ხოო ?? გადაამოწმეთ მაინც და ისე დაწერეთ თქვენ თვითონ თუ არ იცით
რომა
19:11 21-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული