რატომ სჯის თბილისის "დინამო" საბა ლობჟანიძეს

AutoSharing Option
გუშინ, 20 თებერვალს, თბილისის "დინამოს" ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ საბა ლობჟანიძე მთავარ გუნდს ჩამოაშორა.

ლობჟანიძე თბილისში დღეს უნდა დაბრუნდეს და ვარჯიში "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდში გააგრძელოს.

- კახა კაჭარავას გადაწყვეტილებით, საბა ლობჟანიძე ჩამოშორებულია ძირითად გუნდს

როგორც Sportall.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, მომხდარის მიზეზი ლობჟანიძის კონტრაქტია. საქმე ისაა, რომ საბას თბილისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის მაისამდე აკავშირებს. "დინამოს" მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს, ფეხბურთელი კი უარზეა.

21 წლის ნახევარმცველი გასულ სეზონში იჯარის წესით საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა,
სადაც 12 თამაშში 11 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ლობჟანიძემ თავი ეროვნულ ნაკრებში უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოიჩინა, რომელიც მისთვის სადებიუტო იყო.

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

უფრო დაწვრილებით ამ თემასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობა სეზონისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
კონტრაქტზე ისე უნდა დაითანხმოს, მოთამაშეც რომ თანახმა იყოს. ვთქვათ, და მოუწერა საბამ ხელი - რა აზრი აქვს ეგეთ მოთამაშეს, რომელსაც შენთან თამაში არ უნდა? თუ ხეირი გინდა კლუბს, გაყიდე, ვიდრე კონტრაქტი ამოეწურება, თორემ 6 თვით ადრე სხვასთანაც შეუძლია მოაწეროს ხელი.

ეს ყველაფერი დინამოს მენეჯმენტის დაბალი დონის მანიშნებელია, მეტი არაფერი.
კოტე
22 თებერვალი 2017 13:04
0
გია გეტყობა ბიზნესმენი ხარ.ფიფია ქვეყნის მეფეც რომ იყოს ვერ დასჯის სამართლიანად საბას,იმიტომ რომ ბატონყმობა გადავარდა იცი როდის.ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ.ლობჟანიძეს არ უწერია კონტრაქტში,თუ ხელშეკრულებას არ გააგრძელებ დაგსჯითო.ესე რომ შეთანხმებას არღვევს გუნდი და საქმეში უფლებადამცველები უნდა ჩაერთნენ რაც კლუბის მიმართ სანქციებს გამოიწვევს.
gias
22 თებერვალი 2017 11:01
0
ფეხბურთი არის ბიზნესი, ეს კლუბი ამ კაცისაა და არასწორად როცა იქცევა ფეხბურთელი უნდა დასჯის უნდა არა. რატო უნდა ათამაშოს ფეხბურთელი როცა 3 თვეში წავა? პირდაპირ სხვას მისცემს შანსს ვისაც დარჩენა უნდა და თავის გამოჩენა. რატომ გონიათ ქართველ ფეხბურთელებს თავი ესეთი მაგრები, ესეც ხვალ ბარსამ არ წაიყვანოს რა
gia
21 თებერვალი 2017 23:26
0
სწორიცაა რომ არ აგრძელებს კონტრაქს, ჯერ არ ჯეროდათ მისი და საჩხერეში გაუშვეს, ეხლა ფასი რომ მოემატა დაფაცურდნენ ჯიგრები ))
papa
21 თებერვალი 2017 23:10
0
გორგიაშვილს კოკაიამ 3 თვის ხელფასი არ გადაუხადა და იმიტომ წააგო დავა,დაუშვილში ძვირს ითხოვდა და კარპატს ვერ შეუთანხმდა,დაუშვილი კი აღარ ათამაშა ლობჟანიძესავით,კარპატმაც აწვალა და არ გადაუხადა თანხა რაც 23 წლამდე ფეხბურთელში ეკუთვნოდა.საბა დღესაც რომ წავიდეს უცხოეთში დინამო 20 ჯერ მეტს მიიღებს ვიდრე დახარჯა.
mesis
21 თებერვალი 2017 22:50
0
gelaa - ფული გადაიხადონ და სამტედიაში კი არა სენაკის ეგრისში წავიდეს თუ უნდა... სიბნელეა რააა .. კომუნსიტრების დროა თუ რა ხდება უფასოდ რომ უნდათ ყველაფერი :@
დინამო
21 თებერვალი 2017 20:02
0
ar unda am bichs dinamoshi da dzalaaa ver gavigee... rogorc vici samtrediashii unda gadasvlaa..sxvatashoris arabulsac..
gelaa
21 თებერვალი 2017 17:07
0
კოკაია რო ითხოვდა გორგიაშვილიდან, დაუშვილიდან თანხებს და იძახოდით არასწორიაო ეხლაა სწორი ლობჟანიძის დასჯა? გაიგეთ თუ გუნდმა არ იხეირა რაიმე ისე ფეხბურთი წინ ვერ წავა
mesi
21 თებერვალი 2017 17:05
0
tu kontraktis gagrzeleba ar unda magistvis fexburteli, ar unda dasjot, bezpridel.
kai bichi
21 თებერვალი 2017 15:27
0
არ უნდა დასაჯოს? დინამო ბიზნესია ჩვეულებრივი (თან ამ ეტაპზე წამგებიანი) და არა საქველმოქმედო ორგანიზაცია :@
ჯამლეტი
21 თებერვალი 2017 14:37
0

სიახლეები პოპულარული