11:27 22-02-2017
თბილისის "ლოკომოტივი": გაწევ-გამოწევები, ოთხი გაძევება და მოგება პოლონელებთან [VIDEO]
AutoSharing Option
სეზონი მალე განახლდება და, ცხადია, "მშრალი" რეცენზიისა და ოქმის გამოქვეყნებას გუნდებში მიმდინარე ცვლილებების ასახვა გვიჯობს. ცვლილებები კი მხოლოდ ტრანსფერები არ არის...
თბილისელთა პრესსამსახური ყოველი შეხვედრის წინ გუნდის სათამაშო სქემას აქვეყნებს და ამის მიხედვით საინტერესო სურათი იხატება. გიორგი დევდარიანმა სათამაში სქემა შეცვალა და ქართული გუნდებისთვის უჩვეულო 4-1-4-1 განლაგებაზე გადააწყო.
აქამდე ამ სქემას საქართველოში არც ერთი მწვრთნელი არ იყენებდა. ამას უფრო იტალიელები სწყალობდნენ, მაგრამ ბოლო დროს იქაც იშვიათობაა. ამ მონახაზს პეპ გვარდიოლა "ბარსელონაში", "ბაიერნში" და ახლა "მანჩესტერ სიტიში" იყენებს. ამ სქემაში ერთი საყრდენი ნახევარმცველია, ორი - ცენტრალური, ორიც ფლანგზე თამაშობს; თან აუცილებელია, რომ განაპირა მცველები ბევრს დარბოდნენ. ეს კი იმით არის კარგი, რომ შეტევები გათვლილია არა ბურთის გადაგდებაზე, არამედ - მოკლე გადაცემებზე და უფრო შემტევ ფეხბურთზეა ორიენტირებული.
დრო გვიჩვენებს, ჰყავს თუ არა დევდარიანს ამ სქემისთვის საჭირო მოთამაშეები. მაგრამ ეს გადაწყვეტილება უდავოდ საინტერესოა და იმაზე მეტყველებს, რომ "ლოკომოტივის" მწვრთნელს შემტევი გუნდის ჩამოყალიბება სურს.
მოსამზადებელ ეტაპზე გამართულ სპარინგებში დევდარიანი ამ სათამაშო განლაგებაში საყრდენ ნახევარმცველობას ნიკა ჭანტურიას აკისრებს, მაგრამ პოლონურ გუნდთან თავის გამოჩენის შანსი სათადარიგო მოთამაშეებს მისცა და საყრდენობა ასაკობრივი გუნდიდან დაწინაურებულ თორნიკე ძებნიაურს დაავალა. თუმცა, უკვე მე-15 წუთზე, ცენტრალურ მცველ გულვერდ თომაშვილს ფეხი ეტკინა და დევდარიანმა მის ადგილზე ძებნიაური გადაიყვანა, ხოლო საყრდენად სანდრო ანდრონიკაშვილი შეუშვა.
პოლონელების მეშვეობით, მატჩის ვიდეოტრანსლაციას ვადევნეთ თვალი და კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინეთ: სასიამოვნო ფაქტი იყო, რომ თბილისელები მეტოქის აქტიურ პრესინგს მეკარის საჯარიმოდან იწყებდნენ და ასე გაგრძელდა საფინალო სასტვენამდე.
ანგარიში გიორგი კიკნაძემ გახსნა. მან მარცხენა ფლანგიდან რევაზ ჩიტეიშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი ახლო მანძილიდან გაიტანა - 1:0.
პოლონელებმა წონასწორობა 5 წუთში აღადგინეს. თბილისელებმა ჯერ კამილ იუზვიაკის ფლანგური გადაცემა ვერ გააუვნებელყვეს, ხოლო შემდეგ ბოსნიელ თავდამსხმელ არმინ ჩერიმეჯიკს საჯარიმოში თავისუფლად დარტყმის საშუალება მისცეს და მეკარე ბექა ქურდაძე უძლური აღმოჩნდა - 1:1.
გავიდა ხუთი წუთი და "ლოკომოტივი" კიდევ ერთხელ დაწინაურდა. პოლონელების მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ აკაკი ქიმერიძემ ბურთი მოედნის ცენტრში გადააგდო, ვატო არველაძე კი მეტოქის მოშიშვლებულ დაცვას იოლად დაუსხლტა, მეკარე სებასტიან ნოვაკთან პირისპირ გავიდა და ანგარიში 2:1 გახადა.
მეორე ტაიმში "ლოკომოტივს" კარის აღების ორი რეალური შანსი ჰქონდა. დასარტყმელ პოზიციაზე გასულ ირაკლი ბუღრიძეს მცველი ჩაუწვა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მერე ახლო მანძილიდან თავური კიკნაძემ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ისევ კუთხურზე მოიგერია, მესამე კუთხურისას კი კიკნაძე ისევ გაიხსნა და ამჯერად, მიზანს ოდნავ ააცილა.
პოლონელები თავიდანვე უხეშობდნენ და ბოლოს ინციდენტები გახშირდა. მატჩის ბოლოს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან არბიტრმა ორივე გუნდიდან 2-2 მოთამაშე გააძევა.
88-ე წუთზე კი შეხვედრა ორიოდე წუთით შეჩერდა. პოლონელთა მარჯვენაფლანგელის, კონციერჟ გჟეგოჟის შეტევა თბილისელთა მარცხენაფლანგელმა ირაკლი კომახიძემ წესის დარღვევით შეაჩერა, რაზეც კატოვიცელი ყელში სწვდა, ქართველმაც არაფერი დაუთმო, ატყდა ჩხუბი და არბიტრმა ორივე მოედნიდან გააძევა.
საბედნიეროდ, ორივე მხარის ჩარევით ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მაგრამ ამის შემდეგ მოთამაშე თბილისელებსაც გაუგდეს. გიორგი გაბაძემ ფლანგზე მეტოქის შემტევი მოცელა და საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.
საბოლოოდ, "ლოკომოტივმა" შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა - 2:1.
ლოკომოტივი: ქურდაძე - ქიმერიძე (77. კომახიძე), გაბაძე, თომაშვილი (15. ანდრონიკაშვილი), ჩიტეიშვილი - ძებნიაური (76. ჭანტურია) - კიკნაძე, ვარძელაშვილი (65. კიკაბიძე), არველაძე (88. ქავთარაძე), ბუღრიძე - გავაშელიშვილი.
თურქულ შეკრებაზე "ლოკომოტივი" ბოლო, მეხუთე ამხანაგურ მატჩს 23 თებერვალს გამართავს. დევდარიანის გაწვრთნილები ბელორუსის უმაღლესი ლიგის ბინადარს, პოპულარულ მინსკის "დინამოს" დაუპირისპირდებიან, მეორე დღეს კი სამშობლოში დაბრუნდებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მაისურაძე დანიშნეთ რაუნდა დევდარიანს უფროს მცვრთნელად სირცხვილია სადაც მივიდა ვერაფერი ვერ გააკეთა მაისურაძეს კი შედეგები აქვს
0
0
ვინც შენ მცვრთნელობა დაგაბრალა და ლოკომოტივში დაგნიშნა რა საცოდავია ქართული ფეხბურთი შენისთანა უნიჩო მცვრთნელების ხელში
0
0
ამ ტაქტიკას გეგუჩაძე იყენებდა დინამოში
0
0
გაიხარეთ ბიჭებო, გილოცავთ. დევდარიანის იმედი მუდამ მქონდა და მექნება.
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული