კახა ჩხეტიანი: "ტორპედოს" მიზანი ყველა მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" თურქული შეკრება დასასრულს უახლოვდება. გუშინ კახა ჩხეტიანის გუნდმა ლარაში ბოლო ვარჯიში გამართა, მთავარმა მწვრთნელმა კი კლუბის ვებგვერდზე მოსამზადებელი ეტაპი შეაჯამა:

"იმ პრობლემების მიუხედავად, რაც ფეხბურთელების ტრავმებისა და ავადმყოფობის გამო შეგვექმნა, შეკრებას მაინც დადებითად შევაფასებდი. 4 საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ, რომელიც სეზონისთვის ძალიან წაგვადგება. საქართველოში დაბრუნებულები 2 დღე დავისვენებთ, ხოლო 24 თებერვალს ისევ შევიკრიბებით და სუპერთასის მატჩისთვის მოვემზადებით.

ვირუსების გამო მოთამაშეთა ნაწილმა მხოლოდ ერთი-ორი შეხვედრა ჩაატარა. ამის კომპენსირება სეზონის გახსნამდე დარჩენილ პერიოდში უნდა შეძლონ ან ფორმაში ჩემპიონატის თამაშებით უნდა შევიდნენ.
იმედია, ეს გუნდს პრობლემებს არ შეუქმნის", - ამბობს ჩხეტიანი.

ქუთაისელთა დამრიგებელმა საკადრო საკითხებზეც ილაპარაკა:

"ამ ეტაპზე, ტრანსფერები, ფაქტობრივად, დასრულებულია. ერთი-ორი მოთამაშის დამატებაც გვსურდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. თუმცა დამატებულმა ფეხბურთელებმა გაგვაძლიერეს.

რაც მთავარია, თითქმის ყველა პოზიციაზე ორ-ორი თანაბარი ძალის მოთამაშე გვყავს. რომელიც არ უნდა დააყენო ძირითადში, ყველა ღირსეულად ითამაშებს. ეს კი გუნდში კონკურენციას გაზრდის, რაც, ჩემი აზრით, წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა".

ჩხეტიანის თქმით, "ტორპედო" მაქსიმალური მიზნებისთვის იბრძოლებს:

"დიახ, ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის - ყველა მთავარი ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. ასეთია მწვრთნელებისა და მოთამაშეების საქმისადმი დამოკიდებულება. ვიმედოვნებ, ამბიციას საქმით დავამტკიცებთ და ჩემპიონატში ღირსეულად გამოვალთ".

მან საღორიის ბაზაზე არსებული მოედნის მდგომარეობაც ახსენა:

"ბუნებრივი საფარი სავალალო მდგომარეობაში რომ იყო, ქუთაისში შეკრება ხელოვნურ საფარზე ამიტომაც დავიწყეთ. თურქეთში ჩვენი ყოფნის პერიოდში, სამუშაოები მიმდინარეობდა, მაგრამ ოთხი-ხუთი დღე, თოვლის გამო, სამუშაოები შეწყდა, მაგრამ იმედია, როცა დავბრუნდებით, ბუნებრივ საფარზე ვივარჯიშებთ.

ეჭვი მეპარება, ახლა ის იდეალურ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ხელოვნურზე ვარჯიშს ვერ გავაგრძელებთ. სამწუხაროდ, ქუთაისის სტადიონის მოედანიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ახალი საფარის დაგება კი ვერ ხერხდება და საამისოდ დროც აღარ არის. მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არსებული საფარის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, სათამაშოდ მზად რომ იყოს".

"ტორპედოს" ვებგვერდის ჟურნალისტთან ილაპარაკა ქუთაისელთა აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემაც, რომელიც კლუბის გასხვისების საკითხსაც შეეხო:

"აქამდე ქუთაისის "ტორპედოს" სუპერთასი არ მოუგია და ვეცდებით, ეს ტიტულიც მოვიგოთ. ამას გარდა, ჩემპიონატშიც მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლებთ.

შეძლების ფარგლებში, მოსამზადებელ ეტაპზე ყველაფერი გაკეთდა. ახალი ჩემპიონატი დაძაბული იქნება და გვინდა, ჩვენი ქალაქი ღირსეულად წარმოვაჩინოთ...

რაც შეეხება "ტორპედოს" გასხვისებას, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება და მალე გვეცოდინება, ვინ გახდება კლუბის მეპატრონე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
nu baqibuqobt es qutaislebii.. aravin aravis ar uchalichebss.. aravis ar aqvs imis garantia ro tovli ar iqnebodaa da magis gamo tardeba martvilshiii.. rac sheexeba mogebas girseulma moigos.. didat ar chirdeba eg supertasi samtredias. chempionatshi gamochndeba vin ari dzlieri da susuti.. dabogmilebi nu xart samtrediazeeeeee...
dato
13:15 23-02-2017
0
პირველივე ტაიმში ტორპედო მოუგებს სამტრედიას!!!
simartle
23:27 22-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული