12:03 24-02-2017
ბოლო წამის პენალტი რომ არა... "საბურთალო" "ტორპედო-ბელაზს" დაუზავდა [VIDEO]
AutoSharing Option
თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, პირველი ნახევარი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის უპირატესობით წარიმართა.
"საბურთალომ" რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია მეტოქეს და საბოლოოდ, ანგარიშიც გახსნა - გუნდის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა მარცხენა ფლანგზე მეტოქე ჩამოიშორა და ძლიერი დარტყმით ბურთი მიზანში გაგზავნა - 1:0.
მეტოქემ წონასწორობა მსაჯის მიერ დამატებულ დროში აღადგინა - პენალტი ბელორუსთა უკრაინელმა ლეგიონერმა სერგეი შაპოვალმა გამოიყენა - 1:1.
აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ "საბურთალოს" ცენტრალური მცველი თედორე გრიგალაშვილი დაუბრუნდა.
საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე (69. გრიგალაშვილი), ნადარაია (63. ლაკვეხელიანი), მამუჩაშვილი (54. ელვინ ტერა), ალთუნაშვილი (54. არზიანი), ხარაიშვილი, ვაგნერი, შინდაგორიძე (86. იმნაძე), ფანცულაია (65. კოხრეიძე).
მორიგ საკონტროლო მატჩს "საბურთალო" 25 თებერვალს გამართავს, სამშობლოში კი 27-ში, გამთენიისას დაბრუნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული